"საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა - ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ გუშინ გავრცელდა, მაგრამ თავად გიორგი ჭანტურიას ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. სამეურვეო საბჭოს სხდომა დღეს ორ საათზე არის დანიშნული. სავარაუდოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რა ცვლილებები მიმდინარეობს საზოგადოებრივ მაუწყებელში.