ბრიფინგი სამინისტროში (video)

ბრიფინგი სამინისტროში (video)

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ქვეყნის პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. 

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა მასმედიის წარმომადგენლებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ Galfstream G450 საფრენი აპარატით განხორციელებული ფრენების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 

2011 წლის 26-30 სექტემბერი: თბილისი-ბათუმი-ვენა-ვარშავა-თბილისის მიმართულებით. ამ პერიოდში 29-30 სექტემბერს ვარშავაში გაიმართა "აღმოსავლეთ პარტნიორობის'' მეორე სამიტი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტიც ესწრებოდა; 

2011 წლის 26 ივლისიდან - 4 აგვისტოს ჩათვლით: თბილისი-ბათუმი-ლასპალმასი-ზანდერი-ლიმა-კუსკო-მერმუდა-ნორთჰოლდი-ბათუმი-თბილისი;

ვაკო ავალიანის განცხადებით, ოფიციალურად ცნობილია, რომ მიხეილ საკაშვილი 29 ივლისს ლიმაში, პერუს პრეზიდენტის ოლანდა ჰუმალას ინაუგურაციის ცერემონიალს დაესწრო. თუმცა, ლასპალმასში და სხვა ქალაქებში ვიზიტზე ოფიცილური ცნობები არ არსებობს;

2011 წლის 28 აგვისტოდან - 2 საქტემბრამდე: თბილისი-ბათუმი-პალანგა-ბათუმი-თბილისი; 

2011 წლის 4 სექტემბრიდან - 8 სეექტემბრის ჩათვლით: თბილისი-ბათუმი-რომი-პიზა-გენუა-კრაკოვი-თბილისი;

2011წლის 14 -19 აგვისტოს ჩათვლით: თბილისი-ბათუმი-ნიცა-მილანი-ბათუმი თბილისი;

2011 წლის 13 -25 ივლისი: თბილისი-ბათუმი-ნიცა-ვენა-ბათუმი-თბილისი;

თავდაცვის მინისტრის მრჩევლის თქმით, Galfstream G450-ით განხორცილებული ფრენებიდან აღნიშნული მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტიდან ასევე, ფინასდებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ამჟამინდელი ლიდერების ფრენები ლასპალმასის, ნიცის, მილანსა და მსოფლიოს მრავალ ტურისტულ ცენტრში. 

ლიტერულ ფრენებზე არსებულ ინფორმაციას ადევს გრიფი. კანონის შესაბამისად, გრიფი მოხსნილია ამ ბორტით 2011 წელს განხორციელებულ ფრენებზე.

  •