ინგრედიენტები
ქათმის ფილე - 3 ც
კვერცხი - 3 ც
ყველი - 120 გ (ორნაირი - უმარილო და მაგარი)
მარილი და პილპილი გემოვნებით
ოხრახუში
მომზადების წესები
ქათმის ფილე გაჭერით ცენტრში, მაქსიმალურად გადახსენით გვერდებზე ისე, რომ ძირი არ ჩაიჭრას (მიეცით აჭარული ხაჭაპურის ფორმა). შეაზავეთ მარილითა და პილპილით. ამოჭრილი ადგილი ამოავსეთ ალუმინის ქაღალდით (ფოლგით). დაბრაწეთ ცხიმიან ტაფაზე (ნუ შეწვავთ, დაბრაწეთ).
დაბრაწული ფილე გადაიტანეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში.
დაჭერით ოხრახუში წვრილად. დაჭერით ყველიც რბილი ყველი, იდეალურია ფეტა.
ჯამში მოათავსეთ დაჭრილი ოხრახუში, ყველი და კვერცხის ცილა. ჩანგლით კარგად ამოურიეთ და გადაანაწილეთ ეს მასა ქათმის ფილის გაჭრილ ნაწილში. ფილეს გვერდები „გაწიეთ“ ხის ჩხირით, რომ ღუმელში ფილე არ შეიკრას.
გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 10 წუთით. შემდეგ გამოიღეთ, თავზე მოაყარეთ მაგარი ყველი (ისეთი, რომ დადნეს) და ფილეს ცენტრში მოათავსეთ კვერცხის გული. შეაბრუნეთ ღუმელში 5 წუთით.