იდეალური დესერტი: გამომცხვარი ვაშლი შვრიის ფანტელით და დარიჩინით

იდეალური დესერტი: გამომცხვარი ვაშლი შვრიის ფანტელით და დარიჩინით

ინგრედიენტები

ვაშლი - 1 მოზრდილი

კარაქი - 1 ს/კ

შაქარი - 1 ს/კ

დარიჩინი

მეორედ წასასმელად:

კარაქი - 1 ს/კ

შვრიის ფანტელი - 2 ს/კ

ფქვილი - 1 ს/კ

შაქარი - 1 ს/კ

დარიჩინი

მარილი

მომზადების წესები

ვაშლი გავთალოთ, ამოვუღოთ გული და ჩავჭრათ რაც შეიძლება თხელ ნაჭრებად ისე, რომ ბოლომდე არ დაიჭრას.

გამდნარი კარაქი, შაქარი და დარიჩინი შევურიოთ ერთმანეთს.

საცხობ ყალიბზე დავაწყოთ ვაშლები, კულინარიული ფუნჯით გადავუსვათ მომზადებული მასა, გადავაკრათ ფოლგა და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 20 წუთი.

ყველაფერი შევურიოთ ერთმანეთს და გამომცხვარ ვაშლებს დავადოთ ზემოდან. შევაბრუნოთ ღუმელში და ფოლგის გარეშე გამოვაცხოთ 10 წუთი. ამ დესერტს ძალიან უხდება ნაყინი.