რულეტი ფქვილის გარეშე - ყველაზე მარტივი რეცეპტი

რულეტი ფქვილის გარეშე - ყველაზე მარტივი რეცეპტი

ინგრედიენტები

ცომისთვის

კვერცხის ცილა - 5 ც

შაქარი - 200 გ

მწიკვი მარილი

ლიმონის წვენი - 1 სკ

ლიმონის კრემი

კვერცხის გული - 5 ც

ლიმონი - 1 ც

შაქარი - 40 გ

კარაქი - 20 გ

კრემი

ნაღები 33% - 250 გ

შაქარი გემოვნებით

მომზადების წესები

კვერცხის ცილა ათქვიფეთ. ბუშტუკებს რომ გაიკეთებს, დაუმატეთ მარილი და ლიმონის წვენი. რომ გათეთრდება, დაუმატეთ შაქარიც.

გამოსაცხობ ფორმაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი (ქაღალდი ფორმას კარგად რომ მიეკრას, კუთხეებში ცოტა ბეზე დაიტანეთ, ზედ მოათავსეთ ქაღალდი და დაეწებება). გადაანაწილეთ ბეზე ფორმაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთით (დამოკიდებულია ღუმელზე.

თუ შეამჩნევთ, რომ თავი ეწვება, მაშინ ტემპერატურას 20 გრადუსით დაუწიეთ და ცხობა 10 წუთით გააგრძელეთ).

ერთი ლიმონი გახეხეთ, რომ ცედრა მიიღოთ. შემდეგ დაარბილეთ და წვენი გამოწურეთ. ორივე მათგანი შეურიეთ კვერცხის გულებს, დაუმატეთ შაქარი და ცეცხლზე შემოდგით. გამუდმებით ურიეთ, სანამ მასა არ გასქელდება. შემდეგ გადმოდგით და ცხელშივე გახსენით კარაქი. გასინჯეთ კრემი. თუკი მწარე მოგეჩვენებათ, კიდევ დაუმატეთ შაქარი.

ნაღები მიქსერით ამოიყვანეთ, სურვილისამებრ დაუმატეთ შაქარი.

ჯერ ლიმონის კრემი გადაანაწილეთ ბეზეს ფირფიტაზე, შემდეგ - კრემი. ფრთხილად გადაახვიეთ რულეტი. შეგიძლიათ, დამდნარი შოკოლადით ან შაქრის ფხვნილით გააფორმოთ.