ინგრედიენტები
მარწყვი - 400 გ
არაჟანი - 450 გ
რძე - 200 მლ
შაქარი - 150 გ
ჟელატინი - 20 გ (სწრაფადმოქმედი)
დაფხვნილი ორცხობილა - 100 გ
მომზადების წესები
დააქუცმაცეთ ქარხნული ორცხობილა, დაუმატეთ 100 გ არაჟანი და ამოურიეთ (შეურიეთ 1 სკ კაკაოც, თუკი კაკაოს ფენა გსურთ). ეს მასა გადაიტანეთ ქაღალდჩაფენილ ფორმაში.
ბლენდერში მოათავსეთ მარწყვი, არაჟანი და შაქარი. კარგად დააბლენდერეთ. ჟელატინი გახსენით თბილ რძეში და დაუმატეთ მარწყვის მასას. კვლავ დააბლენდერეთ. ეს მასა გადაიტანეთ ფორმაში და შედგით მაცივარში 6 საათით, სულ მცირე, ან მთელი ღამით.
მორთეთ მარწყვით და მიირთვით!