ასე მომზადებული კარტოფილი ძალიან გემრიელია გარნირად შემწვარ ხორცთან. შეიძლება ასევე დამოუკიდებელ კერძად მოვამზადოთ. ეს ვარიანტი იმ მხრივ არის კარგი, რომ ნაკლები ცხიმი სჭირდება და უფრო ჯანსაღი საკვებია.
ინგრედიენტები
კარტოფილი - 2-3 ცალი მოზრდილი (300-400გ)
მარილი და პილპილი
როზმარინი
ცოტაოდენი ზეთი
მწვანე ხახვი - მოსაყრელად
მომზადების წესები
კარტოფილი გავფცქვნათ და მსხვილ ნაჭრებად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, როზმარინი და შევაზილოთ ცოტაოდენი ზეთი.
კარტოფილი მოვათავსოთ ფორმაში და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ, სანამ შეიბრაწება.
მზა კერძს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.