ეს ფუმფულა ფუნთუშები საოცრად მარტივად მზადდება და ძალიან გემრიელია

ეს ფუმფულა ფუნთუშები საოცრად მარტივად მზადდება და ძალიან გემრიელია

ამ რეცეპტით საოცრად ფუმფულა და გემრიელ ფუნთუშებს გამოაცხობთ.

ინგრედიენტები

თბილი რძე - 100 მლ

თბილი წყალი - 100 მლ

კარაქი - 40 გ

კვერცხი - 1 ც

შაქარი - 2 სკ

საფუარი - 1 ჩკ

მარილი – 0,5 ჩაის კოვზი

ვანილი

ფქვილი - 400 გ

ზეთი - 80 მლ

მომზადების წესები

ჯამში მოათავსეთ რძე, წყალი, კვერცხი, გამდნარი კარაქი, შაქარი, საფუარი, მარილი, ვანილი და გათქვიფეთ. დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ მკვრივი ცომი. გადააფარეთ თავზე და დააყოვნეთ 1-2 საათით.

ცომი გაყავით ორ ნაწილად. გუნდა გააბრტყელეთ 4 მმ სისქეზე და გაყავით 8 ტოლ ნაწილად. ტაფაზე ზეთი დაასხით და მოათავსეთ ცომი (სამკუთხედის ან თქვენთვის სასურველ სხვა ფორმის). შეწვით ორივე მხრიდან.

გამომცხვარ ფუნთუშებს შაქრის ფხვნილი მოაყარეთ.