ინგრედიენტები
სპაგეტი - 1 შეკვრა
მიდიები - 300 გ (გარჩეული და გაყინული)
ლიმონი - 1 ცალი
ნაღები - 1-2 ს/კ
ხახვი - 1 თავი
ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
მარილი
თეთრი პილპილი
მომზადების წესები
სპაგეტი მოვხარშოთ მდუღარე მარილიან წყალში შეფუთვაზე მითითებული წესის მიხედვით და გადავწუროთ.
ხახვი წვრილად დავჭრათ და ზეთში მოვშუშოთ, დავუმატოთ ნაღები, მარილი, პილპილი და მიდიები.
ვშუშოთ 1-2 წუთი და შევურიოთ სპაგეტი. ბოლოს მოვაწუროთ ლიმონი და მოვახეხოთ ცედრა.