საოცრად არომატული ლიქიორი მარწყვის მკვეთრი გემოთი და ლიმონის მსუბუქი ნოტით. სიმაგრე 15 გრადუსზე მეტი არ აქვს, ხოლო გემო და არომატი - ღვთაებრივი. ისიამოვნეთ!
ინგრედიენტები
მარწყვი - 0,5 კგ
არაყი - ან 40-45 %-იანი სპირტი, 0,5 ლ
შაქარი - 250-300 გ
1/2 ლიმონის წვენი
წყალი - 200 მლ
მომზადების წესი:
გარეცხეთ მარწყვი და გააარჩიეთ. გაჭერით შუაზე. თუ კენკრა დიდი ზომის არის, გაჭერით ოთხად.
ჩაყარეთ მარწყვი ლიტრიან ქილაში და დაასხით არაყი ან სპირიტი. მნიშვნელოვანია, რომ სპირტმა კენკრა მთლიანად დაფაროს. დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი.
დადგით ქილა 7-10 დღე ფანჯრის რაფაზე, სასურველია მზიან მხარეს.
შემდეგ ნაყენი გაწურეთ მარლით ფრთხილად, ისე რომ, არ დაჭყლიტოთ მარწყვი და კენკრიან ქილაში დაუმატეთ შაქარი. დაახურეთ ქილას თავსახური. ხოლო გადაწურული არაყი ცალკე დადეთ, გამოგვადგება.
მარწყვიანი და შაქრიანი ქილა ფაქიზად შეანჯღრიეთ რამდენჯერმე და გააჩერეთ კიდევ 2-3 დღე, საანმ შაქარი მთლიანად არ ჩადნება.
ამის შემდეგ, შაქრიანი მარწყვის სიროფი გადაღვარეთ სპირტიან ქილაში და კარგად შეანჟღრიეთ. მარწყვიან ქილაშ კი ჩაასხით 200 მლ წყალი, შეანჯღრიეთ და გადაღვარეთ სპირტიან ქილაში დარჩენილი სიროფი. დაახურეთ თავსახური სპირტიან ნაყენს და გააჩერეთ კიდევ 3-5 დღე. ლიქიორი მზად არის!