ინგრედიენტები
ნიახურის ბოლქვი - 5 გ
ხახვი - 10 გ
ნიორი - 5 გ
ბეკონი - 40 გ
წითელი ბულგარული წიწაკა - 30 გ
პომიდორი - 50 გ
საქონლის ხორცის ბულიონი - 300 მლ
მწვანე ლობიო, ფრანგული ჯიშის - 40 გ
მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები
თავდაპირველად დანაყეთ ნიახურის ბოლქვი და ნიორი ერთადთ. დანაყულ მასას დაუმატეთ დაჭრილი ხახვს, ბეკონი, ბულგარული წიწაკა და კანგაცლილი პომიდორი. დადგით ქვაბით დაბალ ცეცხლზე და ყველაფერი ერთად თუშეთ 4-5 წუთის განმავლობაში.
დაასხით საქონლის ხორცის ბულიონი, წამოდუღების შემდეგ კი დაუმატეთ ფრანგული ლობიო. გააჩერეთ 2-3 წუთით. ბოლოს დაუმატეთ დაჭრილი ნიახურის ფოთლები და მარილი/ პილპილი გემოვნებით.
უგემრიელესი კლასიკური მინესტრონე მზად არის!