ინგრედიენტები
ხახვი - 1 თავი
ლიმონის ცედრა - გემოვნებით
ნაღები - 100 მლ
საქონლის ხორცი - 500 გ (შეიძლება ღორის უცხიმო ხორციც)
პამიდორი - 2 ცალი
მარილი და პილპილი
მომზადების წესები
ხორცი მოზრდილ ნაჭრებად დავჭრათ , როგორც მწვადისთვის. დავამატოთ ნაღები, კანგაცლილი, დაჭყლეტილი პამიდორი, რგოლებად დაჭრილი ხახვი, მარილი, პილპილი ცედრა. კარგად ავურიოთ და გადავიტანოთ შესაბამისი ზომის ქოთანში . დავასხათ მდუღარე წყალი, ისე რომ ხორცი კარგად გაფაროს და ცოტა ასცდეს კიდეც.
მოვამზადოთ ღუმელში 200-220 გრადუსზე დაახლოებით 60-70 წუთი.