ოსპის რიზოტო

ოსპის რიზოტო

ამ უგემრიელეს კერძს რიზოტო პირობითად ჰქვია, რადგან სწორედ ამ მეთოდით მომზადდა, ღვინის და პარმეზანის დამატებით.

ინგრედიენტები

ოსპი - 300 გ

ბეკონი - 100 გ

ტკბილი წიწაკა, წითელი - 2

ხახვი - 1

ნივრის კბილი - 2

თეთრი ღვინო - 100 მლ

ყველი პარმეზანი - 50 გ

კარაქი - 50 გ

ზეითუნის ზეთი - 2 ს.კ

ბულიონი ან წყალი - 1 ლ

ოხრახუში - 1 კონა

ქონდარი - 1-2 ტოტი

პურის ნაჭერი - 2

მარილი და პილპილი

მომზადების წესები

ოსპი გავრეცხოთ და 30 წუთით დავალბოთ ცივ წყალში. ღრმა ტაფაში ან ქვაბში გავაცხელოთ ზეითუნის ზეთი და მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი. ბეკონი და წიწაკა დავჭრათ კუბებად და დავამატოთ ტაფაში. ოსპი გადავწუროთ და ისიც დავამატოთ.  კარგად ავურიოთ, დავასხათ ღვინო. ღვინის აორთქლების შემდეგ, დავასხათ ცხელი ბულიონი. დაახლოებით 35-40 წუთში ოსპი დარბილდება და მზად იქნება. მანამდე დავჭრათ ოხრახუში, გავხეხოთ ყველი და მოვამზადოთ პურის კრუტონები: დაჭრილი პურს მოვაყაროთ ქონდარი და დავბრაწოთ ღუმელში.

ოსპს დავამატოთ მარილი, პილპილი, ყველის ნაწილი, ოხრახუში და კარაქი. კარგად ავურიოთ. 

მზა ოსპი გადმოვიღოთ თეფშებზე, მოვაყაროთ დარჩენილი ყველი და კრუტონები.