ქათმის უგემრიელესი პასტა, რომლის მომზადებას მარტივად შეძლებთ

ქათმის უგემრიელესი პასტა, რომლის მომზადებას მარტივად შეძლებთ

ინგრედიენტები

ქათმის გულ-მკერდი ან ფილე - 2 ნაჭერი (კუბებად დაჭრილი)

პასტა პენე - 1 შეკვრა (მოხარშული)

კარაქი - 30 გ

წვრილად დაჭრილი ნიორი - 2 კბილი

საშუალო ზომის ხახვი - 1 ცალი (დაჭრილი)

მწვანე ხახვი - 2 ღერო

სქელი,ცხიმიანი ნაღები - 60 გ

მარილი - 1/2 ს/კ

შავი პილპილი - 1/2 ს/კ

სიმინდის მარცვლები - 1 პატარა ქილა

წითელი ბულგარული წიწაკა - 1/2 ცალი

მწვანე ბულგარული წიწაკა - 1/2 ცალი

ყვითელი ბულგარული წიწაკა

ყველი ჩედარი - 250 გ (გახეხილი)

მომზადების წესები

წინასწარ გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. ქათმის გულ-მკერდი შეკმაზეთ ნივრითა და თქვენთვის სასურველი სანელებლებით და შეწვით.

მოხარშეთ პენე პასტა და გადაწურეთ.

გააცხელეთ ტაფა და კარაქში მოთუშეთ ხახვი,ნიორი და დაჭრილი მწვანე ხახვი. დაუმატეთ კუბებად დაჭრილი ქათმის გულ-მკერდი,ნაღები , მარილი,პილპილი და აურიეთ კარგად.

ამასობაში პენე პასტას დაუმატეთ ყველაფერი,რაც ტაფაზეა,  სიმინდის მარცვლები,ბულგარული წიწაკა და აურიეთ კარგად. ზემოდან უნდა მოაყაროთ გახეხილი ჩედარის ყველი.