ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას მმართველი გუნდის წარმომადგენლები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონთან ერთად, რუსთავშიც შეუერთდნენ.
უანგარო დონაციის აქციაში მერიის, საკრებულოსა და მათზე დაქვემდებარებული სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვნენ.
აქციაში, ასევე, ჩაერთო ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული – შოთა რეხვიაშვილი.
მისი თქმით, საქართველოს ყველა მოქალაქის ვალია, მიიღოს ასეთ კარგ აქციაში მონაწილეობა და გაადაარჩინოს სიცოცხლე.
ცნობისთვის, აქცია კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება.
პროექტს კორპორაცია “ნატალია კვანტალიანის სისხლის ცენტრალური ბანკი” ახორციელებს.