ინგრედიენტები
მუსკატის კაკალი (ჯავზი) - მწიკვი
ვანილი - მწიკვი
1 ფორთოხლის ცედრა
მწიკვი მარილი
შაქარი - 2/3 ჭიქა
რძე - 1,5 ჭიქა
კარტოფილის ფქვილი(სახამებელი) - 1,5 ს/კ
ფორთოხალი - 4 ცალი
ფორთოხლის რბილობი და ბროწეულის მარცვლები - მოსართავად
მომზადების წესები
ფორთოხლები შუა-შუა გავჭრათ და ფრთხილად ამოვაცალოთ რბილობი.
შაქარი, სახამებელი და რძე კარგად ავურიოთ და დაბალ ცეცხლზე დავდგათ. დავუმატოთ ფორთოხლის ცედრა, ვანილი, ჯავზი და მარილი.
კრემს ვურიოთ და წამოვადუღოთ, შემდეგ შევაგრილოთ და ფორთოხლის ქერქებში ჩავასხათ.
კრემიანი ფორთოხლები მაცივარში შევდგათ. სუფრაზე გატანის წინ კრემი ფორთოხლის ნაჭრებითა და ბროწეულის მარცვლებით მოვრთოთ.