ინგრედიენტები
მაწონი 3,5%
ფქვილი - 250 გ
გამაფხვიერებელი - ½ ს/კ
გამდნარი კარაქი - 50 გ
ყავისფერი შაქარი - 50 გ
შოკოლადის ნატეხები - 100 გ
კვერცხი - 1 ცალი
მარილი
მომზადების წესები
ჯამში გაცერით ფქვილი და გამაფხვიერებელი. დაუმატეთ მარილი და შაქარი. ამოურიეთ. შემდეგ დაუმატეთ გათქვეფილი კვერცხი, მაწონი და გამდნარი კარაქი. ბოლოს დაუმატეთ შოკოლადის ნატეხები და კარგად მოურიეთ.
გააკეთეთ პატარა გუნდები და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 10-12 წუთით.
მიირთვით თბილ რძესა თუ ჩაისთან ერთად.