ფუმფულა ბეიგელები მაწვნის ცომით - ძალიან მარტივი რეცეპტი

ფუმფულა ბეიგელები მაწვნის ცომით - ძალიან მარტივი რეცეპტი

ინგრედიენტები

მაწონი 3,5% - 1 ქილა

ფქვილი - 2 ჭიქა

სოდა - 1 ჩკ

მარილი - 1 ჩკ

მომზადების წესები

თასში ერთმანეთს შეურიეთ მაწონი, მარილი და სოდა. ბოლოს დაუმატეთ ფქვილიც და მოზილეთ ცომი (ფქვილი დაუმატეთ ნელ-ნელა, ეტაპობრივად).

ცომი გადაიტანეთ ხის ზედაპირზე და გააგრძელეთ ზელვა. გაყავით 6 ტოლ ნაწილად, მიეცით მრგვალი ფორმა და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 25 წუთით.

მზა ბეიგელი შეგიძლიათ ჩაისთან ერთად მიირთვათ ან შუაზე გაჭრათ და სენდვიჩი მოამზადოთ.