ინგრედიენტები
დარბილებული კარაქი - 680 გ
კვერცხის ცილა - 6
შაქარი - 400 გ
წყალი - 120 მლ
ვანილი
მომზადების წესები
წყალი და შაქარი შეურიეთ და დადგით საშუალო ცეცხლზე. წამოდუღების შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და ადუღეთ 5 წუთი. პარალელურად ცილისგან ათქვიფეთ ბეზე. გამზადებულ ბეზეს ფრთხილად, წვრილ ზოლად დაასხით ცხელი სიროპი მთლიანად და თან გაუჩერებლად თქვიფეთ. საბოლოოდ მიიღებთ სქელ, პრიალა, წელვად ბეზეს. განაგრძეთ თქვეფა, სანამ ბეზე არ გაგრილდება.
ამის შემდეგ კარაქის დამატების დროა. დანიტ მოჭერით დარბილებული კარაქის პატარა ნაწილი, ჩაამატეთ და თან თქვიფეთ. ასე გაიმეორეთ სანამ მთლიანად არ შეათქვეფთ კარაქს. ბოლოს დაამატეთ ვანილიც.
კრემის შესაფერადებლად შეგიძლიათ დაამატოთ:
1/4 ჭიქა ჟოლოს/მარწყვის/მოცვის და ა.შ. პიურე
შოკოლადი: გამდნარი და გაციებული
ყავა - 2 ს.კ ხსნადი ყავა, გახსნილი 2 ს.კ გრილ წყალში