ყავის პანა-კოტა - ღვთაებრივი დესერტი

ყავის პანა-კოტა - ღვთაებრივი დესერტი

ინგრედიენტები

ხსნადი ყავა - 2 ს/კ

რძე - 150 მლ

არაჟანი 10-15 % - 180 მლ ან ნაღები 33 %-იანი

შაქარი - 4 ჩ/კ

კვერცხის გული - 1 ცალი

ვანილის შაქარი - 1 ჩ/კ

ჟელატინი - 20 გ

მომზადების წესები

ჟელატინს დაასხით 1 ს/კ წყალი და გააჩერეთ, რათა გაფუვდეს.

ქვაბში ჩაასხით რძე, დაუმატეთ ყავა და დადგით ცეცხლზე. მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით.

ათქვიფეთ კვერცხის გული შაქართან ერთად ხელის ზამბარით და ნელ-ნელა შეურიეთ ცხელ რძიან ყავას.

დადგით მასა დაბალ ცეცხზლე და ისე, რომ შეუჩერებლად ურიოთ, მიიყვანეთ მასა გასქელებამდე. არ აადუღოთ.

გახსენით მასში გაფუებული ჟელატინი, შემდეგ კი დაუმატეთ არაჟანი (ან ნაღები), კარგად აურიეთ.

გაანაწილეთ მიღებული მასა ფორმებში.

მოათავსეთ მაცივარში, სანამ მასა კარგად არ გამკვრივდება.

რჩევა: იმისათვის, რომ პანა-კოტა ადვილად გადმოიღოთ ფორმიდან, ჩადგით რამდენიმე წამით ფორმები ცხელ წყალში.

მორთეთ დესერტი კაკაოს ფხვნილით, გახეხილი შოკოლადით და ციტრუსის ცედრით.