ინგრედიენტები
შავი შოკოლადი (60-70 %) - 100 გ
კარაქი - 50 გ
კაკაო - 3 ს/კ
ხსნადი ყავა - 1 ს/კ
შაქარი - 3 ს/კ
კვერცხის გული - 2 ცალი
შესქელებული რძე - 1 ქილა
ნაღები - 400 მლ
მოსართავად:
წითელი მოცხარი
ფხვიერი ნამცხვარი - დაფხვნილი
გამდნარი შოკოლადი
მომზადების წესები
გახეხილი შოკოლადი, კარაქი, ყავა, კაკაო და შაქარი შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე. მასა რომ ერთგვაროვანი გახდება, დავუმატოთ კვერცხის გულები და განვაგრძოთ მზადება. მასა ორთქლის აბაზანაზე დავტოვოთ 5-7 წუთის განმავლობაში, თან ვურიოთ.
დავუმატოთ შესქელებული რძე და კიდევ 5 წუთი ვხარშოთ. ცალკე ავთქვიფოთ ნაღები და ნაწილ-ნაწილ შევურიოთ შოკოლადის მასას, შემდეგ ჩავასხათ კონტეინერში და გავყინოთ.
სასურველია ერთხელ მაინც გავთქვიფოთ და თავიდან გავყინოთ, რომ ერთგვაროვანი მასა მივიღოთ. მზა ნაყინი მოვრ- თოთ მოცხარით, ბისკვიტითა და შოკოლადით.