დილიდან დედოფლისყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში მმართველი გუნდის წევრები და ადგილობრივები სისხლს უანგაროდ გასცემენ. სისხლის უანგარო დონაციის აქციაში მონაწილეობა მიიღო და სისხლი უანგაროდ გასცა მუნიციპალიტეტის მერმა. ნიკოლოზ ჯანიაშვილის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე აქტივობა მაღალი იყო.
“სისხლის დონაცია და სხვა ადამიანის დახმარება არის ძალიან ჰუმანური ნაბიჯი. “ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდი შეუერთდა ამ აქციას. ამ დრომდე 33 -მდე პირმა მიიღო მონაწილეობა და იმის ფონზე, რომ გადაადგილება შეზღუდულია, სოფლებიდან ადამიანებმა ამოსვლა ვერ შეძლეს და მხოლოდ ქალაქში მაცხობრებლები შეუერთდნენ აქციას და, მიუხედავად ამისა, აქტივობა მაინც მაღალია”, – განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.