„ვერ მიხვდა ეს კაცი რომ მარტო ცრუ-მთავარზე უნდა ჩაერთოს თავის ცრუ-თანაშემწესთან. არაა ეს ინსტაგრამები და ტიკტოკები მისთვის მოგონილი" - ასე ეხმიანება საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი მიხეილ სააკაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ 5 მილიარდს ვერ მოიზიდავს.
„რა გულწრფელობა აუტყდა ეხლა და რატომ გადაწყვიტა საკუთარი პროპაგანდის მხილება და მთავრობის ძალისხმევის მხარდაჭერა? ხუთნახევარ მილიარდს ვერ მოვიტან, მაქსიმუმ სამი მექნაო. კაცო მაგდენი ხომ ბიძინამაც მოიზიდა? " - წერს გურამ ნიკოლაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.