ქართველი ექიმები მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ   (ვიდეო)

ქართველი ექიმები მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ (ვიდეო)

 

 

ქართველმა ექიმებმა მოსახლეობას კორონავირუსთან საბრძოლველად სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს. 17-მა მედიკოსმა ვიდეომიმართვა ჩაწერეს, რომელშიც კიდევ ერთხელ იმეორებენ, რომ COVID 19-თან ბრძოლის მთავარი ხერხი სოციალური იზოლაციაა.

საქართველოში კორონავირუსი 385 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 84 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.