ეს არის მიხეილ სააკაშვილის დამსახურება,- ამის შესახებ ოპოზიციის წევრმა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
მისი შეფასებით, ის რომ, კორონავირუსს საქართველო კარგად ებრძვის, ძლიერი სახელმწიფო სტრუქტურების დამსახურებაა.
აქვე აღნიშნავს, რომ ძლიერი სტრუქტურა არა დღევანდელი ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის ჩამოყალიბებულია.
„საქართველო კორონავირუსს კარგად ებრძვის და ეს ძლიერი სახელმწიფო სტრუქტურების დამსახურებაა, რომლის შემქმნელი და ავტორი დღევანდელი ხელისუფლება არ არის. ეს მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა.
ლუგარის ლაბორატორიაც სააკაშვილის გამო გვაქვს, თორემ ახლა სად ვიქნებოდით არც ვიცი.
ხელისუფლების დამსახურება ცოტა მოკრძალებულია, რაც მათ ეხებათ თავი ვერაფერს მოაბეს, ტესტირება არ გვაქვს, პირბადე გამოუშვეს და კატასტროფა არის ნეტა არ გამოეშვათ საერთოდ, დედა ეს რა ვნახე.
პიარს თავი დაანებონ, ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება და პირდაპირ ვიტყვი, მიხეილ სააკაშვილის დამსახურება“,- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
ღმერთმა გონება გაგინათოს და სწორ გზაზე დააყენოს - ქართველი ხალხის უმრავლესობის გვერდით.