Covid-19-ის მკურნალობის პროცესი BBC-მ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიღო (ვიდეო)

Covid-19-ის მკურნალობის პროცესი BBC-მ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიღო (ვიდეო)

ბრძოლა კორონავირუსთან – ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

BBC-ის კორესპონდენტი ფერგუს ვოლში, ლონდონში, „University College Hospital“-ის რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებოდა, სადაც ექიმები კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ.

მან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არსებული სიტუაცია გადაიღო, სადაც ექიმები ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ექიმები ერთმანეთთან რაციების საშუალებით კონტაქტობენ. პაციენტებთან შესვლისას კი მათ სპეციალური ეკიპირების ჩაცმა უწევთ. ეკიპირების ტარება ძალიან რთულია, რადგან თუ რამდენიმე საათში არ გამოიცვალე, თავის ტკივილი გეწყება. ექიმები თავიანთ სახელებს სამედიცინო წინსაფრებზე იწერენ, რაც მათ ერთმანეთის იდენტიფიცირებას უადვილებს.

„ყველაფერი რაც ხდება, წარმოუდგენელია. და ჩვენ პიკისთვის ჯერ კიდევ არ მიგვიღწევია. ეს ფრონტის წინა ხაზია. ყველა პაციენტს, რომელიც აქ წევს, ახალი კორონავირუსი აქვს. ჩვენ არ შეგვიძლია ამდენს გავუმკლავდეთ, უბრალოდ არ შეგვიძლია“,- ამბობს ერთ-ერთი ექიმი ვიდეოში.

ვოლში აღნიშნავს, რომ ადგილს, სადაც ახლა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაა განთავსებული, ადრე ოპერაციების შემდეგ პაციენტების გამოსაჯანმრთელებლად იყენებდნენ.

„23 წელია რაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ვმუშაობ. მსგავსი რამ არასდროს მინახავს“,- ამბობს ერთ-ერთი ექიმი.

ვოლში ამბობს, რომ პაციენტებს, რომლებიც ინტესიური თერაპიის განყოფილებაში წვანან, მძიმე პნევმონია და ფილტვების ანთება აღენიშნებათ. შესაბამისად, მათ სასუნთქი აპარატები სჭირდებათ. ეს აპარატი მათ სუნთქვაში ეხმარებათ. 2 კვირის განმავლობაში ისინი ასე არიან.

მისი თქმით, კიდევ ერთი საშუალება, რაც პაციენტებს სუნთქვაში ეხმარებათ, მათი გულაღმა დაწოლაა. ეს ჰაერს ფილტვებამდე მისვლაში ეხმარება.

ამ ერთი შეხედვით უბრალოდ პროცედურას დიდი დრო და ბევრი დამხმარე სჭირდება.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამ სტრესისა, ექიმები მუშაობას კვლავ დაუღალავად გადანგრძობენ -12 საათიანი მორიგეობები, 60 საათი კვირაში ნორმა.

ვიდეოს დასასრულს, ექიმები საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.