უგემრიელესი ხაჭოს ბურთულები, რომლებიც წუთებში მზადდება

უგემრიელესი ხაჭოს ბურთულები, რომლებიც წუთებში მზადდება

ინგრედიენტები

ხაჭო - 150 გ

კვერცხი - 1 ც

გამაფხვიერებელი 1/2 ჩკ

მარილი - 1/3 ჩკ

კარაქი - 40 გ

შედედებული რძე - 100 გ

ფქვილი - 150-200 გ

მომზადების წესები

ერთმანეთს შეურიეთ ხაჭო, კვერცხი და მარილი. დაამატეთ დარბილებული კარაქი, შემდეგ - შედედებული რძე და კარგად ამოურიეთ.

ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი და ორივე დაამატეთ ხაჭოს მასას. მიღებული ცომისგან გააკეთეთ პატარა ბურთულები და შეწვით ზეთში (ზეთი თითქმის უნდა ფარავდეს ბურთულებს).