პიცა ქამა სოკოთი და ლურჯი ყველით

პიცა ქამა სოკოთი და ლურჯი ყველით

პიცის მოყვარულებს ვურჩევთ, მოსინჯონ ეს ორიგუნალური რეცეპტი ფრანგულ სტილში. ქამა სოკო, ლურჯი ყველი და ნიგოზი განუმეორებელ გემოთა შეხამებას ქმნის.

ინგრედიენტები

მზა პიცის ცომი - 1 შეკვრა

ქამა სოკო - 250 გ

ლურჯი ობიანი ყველი - 200 გ

ხახვი - 1 საშუალო ზომის თავი

ნიგოზი - 3 ს/კ

კედრის კაკალი - 1 ს/კ

ზეითუნის ზეთი - 3 ს/კ

მარილი და პილპილი - გემოვნებით

ორეგანო - 1 ჩ/კ

მომზადების წესები

გააბრტყელეთ პიცის ცომი და მოათავსეთ პერგამენტდაფენილ გამოსაცხობ ფირფიტაზე.

დაჭერით ქამა სოკო ფირფიტებად. ხახვი გაფცქვენით და დაჭერით საშუალო ზომის კუბიკებად.

გაანაწილეთ ხახვი ცომზე. მოაყარეთ მარილი, პილპილი, ორეგანო და მოასხით ზეითუნის ზეთი.

შემდეგ დაალაგეთ დაჭრილი სოკო და მსხვილ ნაჭრებად დაჭრილი ყველი.

მოაყარეთ კედრის კაკალი და დაჭრილი ნიგოზი.

კვლავ მოასხით ზეითუნის ზეთი და მოათავსეთ წინასწარ 210 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. აცხვეთ 15 წუთი.