ორეოსა და ნაყინის დესერტი

ორეოსა და ნაყინის დესერტი

ინგრედიენტები

ორეოს ნამცხვარი თეთრი გულით - 15 ცალი + 15 ცალი გასაფორმებლად

ნაღები - 4 ჭიქა

ვანილინი - 1 ჩ/კ

შესქელებული რძე - 1 ქილა

მომზადების წესები

ორეოს 15 ცალი ნამცხვარი გააცალკევეთ: ყავისფერი, ფხვიერი ნაწილი მოათავსეთ ცალკე ჯამში, ხოლო თეთრი გული - ცალკე.

ფხვიერი ნამცხვარი ჩაყარეთ ზიპიან პაკეტში და დაფხვენით ცომის გასაბრტყელებლის მეშვეობით. თეთრი გულები მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში რამდენიმე წამით, ან გაადნეთ წყლის აბაზანაზე.

ჯამში ათქვიფეთ ნაღები, ვანილთან ერთად, ჰაეროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ შედედებული რძე,  ორეოს გამდნარი თეთრი გული და დაფხვნილი ორცხობილა, აურიეთ კარგად.

ღრმა მინის ჭურჭელში მჭიდროდ ჩაალაგეთ ორეოს მთელ-მთელი ნამცხვრები, დაასხით გულსართი, გადააფარეთ ცელოფანი და მოათავსეთ საყინულეში, სანამ კარგად არ გამკვრივდება.