ფუნფულა

ფუნფულა "კორჟიკები" ოჯახური ჩაის სმისთვის

ინგრედიენტები

ფქვილი - რამდენსაც შეიზელს

მარგარინი - ნახევარი ბრიკეტი

კვერცხი - 2 ცალი

შაქარი - 1/2 ჭიქა

მწიკვი მარილი

სოდა ძმრით

ვანილი

არაჟანი - 100 გ

მომზადების წესები

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და მოზილეთ ისეთი ცომი, რომ არ გეკროდეთ ხელებზე.

გააბრტყელეთ (თხლად არა), ამოჭერით სასურველი ფიგურები, მოაყარეთ შაქარი და აცხვეთ 180 გრადუსზე, სანამ ოდნავ არ მოებრაწება ორცხობილებს ზედაპირი.

გემრიელ ჩაის სმას გისურვებთ!