ტორტი

ტორტი "ჭიანჭველების ბუდე"

ინგრედიენტები

გამდნარი კარაქი - 125 გ

შაქარი - 4 ს.კ

კვერცხი - 1

ფქვილი - 3 ჭიქა

რძე - 100 გ

ნიგოზი - 100 გ

მოხარშული შესქელებული რძე - 1 ქილა

მომზადების წესები

თავდაპირველად ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი. შემდეგ დაამატეთ გამდნარი კარაქი და რძე. ბოლოს დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.  გაყავით 2-3 ნაწილად და შეინახეთ საყინულეში.

გაყინული ცომი მსხვილ სახეხზე გახეხეთ. ტაფაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი და გაანაწილეთ ცომი. არ დატკეპნოთ - ცომის ნაფხვენები უნდა დაყაროთ თხელ ფენად. თუ საჭიროა ნაწილ-ნაწილ გამოაცხეთ 180 გრადუსზე, 10-15 წუთი.  მიიღებთ ხრაშუნა დაბრაწულ  ფხვიერ ცომს.

გამომცხვარი ფხვიერი მასა შეურიეთ დაფქულ ნიგოზს, შემდეგ გადაურიეთ მოხარშული შესქელებული რძე

მიღებული მასა გადაიტანეთ თეფშზე და მიეცით ბორცვის ფორმა, ისე როგორც ჭიანჭველის ბუდე გამოიყურება.