ინგრედიენტები
ბისკვიტი
შაქარი - 250 გ
მარილი – 0,5 ჩაის კოვზი
სტაფილო - 2 ც
მუსკატის კაკალი (სურვილისამებრ) - 1/4 ჩკ
სოდა ან გამაფხვიერებელი - 1 ჩკ
ფქვილი - 330 გ
მცენარეული ზეთი - 100 მლ
კრემი
ხილის წვენი - 350 მლ
შაქარი - 3 სკ
მანის ბურღული - 3 სკ
გლაზური
კაკაო - 3 სკ
შაქარი - 3 სკ
ფქვილი - 1 სკ
წყალი - 5 სკ
მცენარეული ზეთი - 1 სკ
მომზადების წესები
სტაფილო გახეხეთ, დაუმატეთ შაქარი, ზეთი, მარილი, გამაფხვიერებელი, მუსკატის კაკალი და ამოურიეთ. ბოლოს დაუმატეთ ფქვილი და კარგად გახსენით. ცომი გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმაში და გამოაცხვეთ 180-200 გრადუსზე 30 წუთით.
შაქარი, მანის ბურღული და ხილის წვენი გადაიტანეთ ქვაბში და მოათავსეთ ქურაზე. გამუდმებით ურიეთ, სანამ არ გასქელდება. შემდეგ გააგრილეთ კრემი და კარგად გათქვიფეთ.
კაკაო, შაქარი, ფქვილი და ზეთი შეურიეთ ერთმანეთს, დაუმატეთ წყალიც და შემოდგით ქურაზე. გამუდმებით ურიეთ გასქელებამდე.
ავაწყოთ ნამცხვარი: ბისკვიტი გაჭერით სამ ნაწილად. თითოეულზე გადაანაწილეთ კრემი, ბოლოს კი მთელი ნამცხვარი გლაზურით დაფარეთ. შეგიძლიათ დაჭრილი ნიგვზით გააფორმოთ.