შოკოლადის ნამცხვარი ხაჭოს შიგთავსით - სამეფო დესერტი რამდენიმე წუთში

შოკოლადის ნამცხვარი ხაჭოს შიგთავსით - სამეფო დესერტი რამდენიმე წუთში

ინგრედიენტები

ფქვილი - 280 გ

კარაქი - 180 გ

კაკაო - 60 გ

შაქარი - 80-100 გ

მწიკვი მარილი

შიგთავსი

ხაჭო - 350 გ

შაქარი - 70-100 გ

ვანილის შაქარი - 20 გ

კვერცხი - 3 ც

არაჟანი - 70 გ

სიმინდის სახამებელი - 20-40 გ

მომზადების წესები

შიგთავსის ყველა ინგრედიენტი ათქვიფეთ მიქსერით.

დაფაზე მოათავსეთ გაცრილი ფქვილი და კაკაო. დაუმატეთ შაქარი, მწიკვი მარილი და დაფაზევე შეურიეთ ერთმანეთს. შემდეგ აიღეთ კარაქი და გახეხეთ სახეხზე კაკაოს ზედაპირზევე. დაიხმარეთ კაკაოც (კარაქი ამოავლეთ კაკაოში და ისე გახეხეთ). მიღებული მასის 2/3 ნაწილი გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაში. გადანაწილეთ ზედაპირსა და გვერდებზე. მოათავსეთ შიგთავსი და მოაყარეთ კაკაოსა და კარაქის დანარჩენი ნაწილიც.

გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთით. შემდეგ გააგრილეთ და მიირთვით.