ტორტი ცხობის გარეშე -

ტორტი ცხობის გარეშე - "ტირამისუს" შესანიშნავი ალტერნატივა ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან

უგემრიელესი და უნაზესი ტორტი გამოცხობის, ზედმეტი ძალისხმევისა და საშუალების გარეშე!

ინგრედიენტები

ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 500 გ

რძე - 340 მლ

ნაღები - 250 მლ

შაქარი - 3 ს/კ

შაქრის პუდრა - 220 გ

სიმინდის სახამებელი - 2 ს/კ

კვერცხის გული - 1 ცალი

ვანილინი - 2 გ

კარაქი - 50 გ

კაკაო - 3 ს/კ

მწიკვი მარილი

მომზადების წესები

კრემისთვის: ერთმანეთში აუციეთ 125 მლ რძე და 125 მლ ნაღები, დაუმატეთ შაქარი, ვანილი და კვერცხის გული. დარჩენილი რძე და ნაღები ჩაასხით ქვაბში, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. ჩაასხით ცივი მასა და შეუჩერებლად ურიეთ. მიიყვანეთ ადუღებამდე. როცა მასა გასქელებას დაიწყებს, გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.

აიღეთ სწორკუთხედი ფორმა და ჩაალაგეთ მჭიდროდ ორცხობილა.

ზემოდან გაანაწილეთ კრემი.

შემდეგ ისევ ორცხობილის ფენა გააკეთეთ (სურვილისამებრ, ფენებს შორის შეგიძლიათ დაალაგოთ სასურველი ხილიც, მაგალითად, ბანანა, ან მარწყვი).

მოამზადეთ მინანქარი:

ამისათვის 6 ს/კ რძეში გახსენით შაქრის პუდრა, კაკაო, დაუმატეთ კარაქი და მწიკვი მარილი. დადგით დაბალ ცეცხლზე და ისე, რომ შეუჩერებლად ურიოთ, მიიყვანეთ ადუღებამდე. გააგრილეთ.

მოასხით ტორტს მინანქარი და შედგით მაცივარში რამდენიმე საათით.