ინგრედიენტები
დაკონსერვებული პომიდორი - 450 გ
ჩერი პომიდორი - 150 გ
ბოსტნეულის ბულიონი ან წყალი - 1/2 ჭიქა
ხახვი - 1 პატარა თავი
ნიორი - 2 კბილი
ოხრახუში - 4 ღერი
კურკუმა - 2 ჩ/კ
ხმელი ბაზილიკი - 1 ჩ/კ
ვაშლის ძმარი - 1 ს/კ
ზეითუნის ზეთი - 1 ჩ/კ
გოგრის თესლი - 1 ს/კ
ნიგოზი - 1 ს/კ
მარილი და პილპილი
მომზადების წესები
გაფცქვენით ხახვი და ნიორი, დაჭერით წმინდად. პომიდორი ჩერი დაჭერით შუაზე.
გაახურეთ ქვაბში ზეითუნის ზეთი და მოხრაკეთ ხახვი და ნიორი 1 წუთის განმავლობაში.
დაუმატეთ პომიდორი ჩერი და კურკუმა, თუშეთ 5-7 წუთის განმავლობაში, სანამ პომიდორი არ დარბილდება. თან ურიეთ.
შემდეგ დაუმატეთ პომიდვრის კონსერვი და ხმელი ბაზილიკი. ჩაასხით ბულიონი (ან წყალი), ვაშლის ძმარი და მიიყვანეთ მასა ადუღებამდე.
დააფარეთ ქვაბს თავსახური, დაუკელით ცეცხლს და ხარშეთ წვნიანი 5 წუთი.
მშრალ ტაფაზე მოხალეთ ნიგოზი და გოგრის გარჩეული თესლი. ნიგოზი დაჭერით.
მზა წვნიანი დააბლენდერეთ კრემ-სუფის კონსისტენციის მიღებამდე, დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ ნიგოზი და