ინგრედიენტები
მაკარონი - 60 გ
ბროკოლი - 200 გ
ქინძი - კონის მეხუთედი
ნიორი - 1 კბილი
მარილი და პილპილი გემოვნებით
ზეითუნის ზეთი - 2 სკ
მომზადების წესები
მოხარშეთ მაკარონი.
მოწალეთ ბროკოლი და ქინძთან ერთად დააბლენდერეთ. უკეთესი ტექსტურისთვის დაამატეთ 3 სკ მაკარონის ნახარში. ბოლოს დაუმატეთ ნიორი, ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი.
მასა გადაიტანეთ ტაფაზე, დაუმატეთ მაკარონი და კარგად ამოურიეთ.