ინგრედიენტები
ჭინჭარი - 500 გ
ხახვი - 1 თავი
ბეკონი - 300 გ
ახალი ნიორი - 2-3 ღერი, ფოჩებიანად
ქინძი - 1/2 კონა
პიტნა - 2-3 ტოტი
კვერცხი - 1 ცალი
ფქვილი - 2 ს/კ
მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები
ქორფა ჭინჭარი მოვწალოთ მდუღარე წყალში, ამოვწუროთ და წვენი გადავინახოთ. ტაფაზე დავასხათ ცოტა ზეთი, მოვბრაწოთ წვრილად დაჭრილი ბეკონი, ამოვიღოთ და იგივე ცხიმში მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი.
ჭინჭრის წვენი ავადუღოთ, ჩავუმატოთ ბეკონი და ხახვი, დაკეპილი ჭინჭარი და წამოვადუღოთ. 1/2 ჭ. წყალში გავხსნათ ფქვილი
და ჩავუმატოთ წვნიანში, ასევე გათქვეფილი კვერცხი. ვადუღოთ 3- წთ. ბოლოს დავუმატოთ დაჭრილი მწვანილები, მარილი და პილპილი.