გერმანული სუპი - გემრიელი,ნოყიერი და სასარგებლო

გერმანული სუპი - გემრიელი,ნოყიერი და სასარგებლო

ინგრედიენტები

საქონლის ხორცი - 200 გ

ღორის ხორცი - 200 გ

ქათმის ფილე - 200 გ

ხახვი - 2 ცალი

მწვანე ხახვი ან პრასი - 1 ცალი

სტაფილო - 2 ცალი

ოხრახუშის ფეხვები - 200 გ

კარტოფილი - 750 გ

პაპრიკა - 1 ჩ/კ

მარილი - გემოვნებით

შავი პილპილი,კვლიავი, ორეგანო,დაფნა,როზმარინი, - გემოვნებით

მწვანილების მიქსი - ზემოდან მოსაყრელად

მომზადების წესები

ამ წვნიანის მთავარი ინგრედიენტი სამი სახეობის ხორცია.

გამდინარე წყლით გარეცხეთ ხორცი, გააშრეთ კარგად და დაჭერით კუბებად. ასევე,გარეცხეთ ბოსტნეული, დაჭერით და დაიწყეთ ხახვის მოშუშვა, სასურველია მცენარეული ზეთის გამოყენება.

დიდ ქვაბში მოათავსეთ ხორცი,მასთან ერთად შეაზავეთ ბოსტნეული და სანელებლები. სწორედ სანელებლები აძლევს ამ კერძს საოცარ არომატს.

დაასხით ბულიონი ან ჩვეულებრივი თბილი წყალი და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 60-90 წუთი.

როცა სუპი მომზადდება,შეგიძლიათ, ზემოდან მწვანილები მოაყაროთ!