გიგა ბოკერიას „ქურდის სტატუსი“ მიანიჭეს

გიგა ბოკერიას „ქურდის სტატუსი“ მიანიჭეს

“მემარჯვენე ოპოზიციის” ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ გიგა ბოკერიას პოლიტიკაში ქურდის სტატუსი მიანიჭა. თუმცა განაცხადა, რომ ოპოზიცია ყოველ ღონეს იხმარს, რომ მან პოლიტიკაში “ქურდობა” ვერ მოახერხოს.

აღნიშნული განცხადება ფიქრია ჩიხრაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა, მათ შორის გიგა ბოკერიამ, ოპოზიციას ქურდულ სამყაროზე პოზიციის გამოხატვა მოსთხოვეს.

“იმისათვის, რომ ქურდულ სამყაროზე ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ, გიგა ბოკერიას უნდა დავუჯეროთ, იმიტომ, რომ ის “ქურდია”?” - იკითხა ჩიხრაძემ.

მისი თქმით, ქურდულ მენტალიტეტს საზოგადოება პოლიტიკაში უნდა ებრძოდეს.

“გიგა ბოკერია პოლიტიკაში “ქურდობას” ვერ მოახერხებს და საამისოდ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ”, - განაცხადა ჩიხრაძემ.

პარლამენტარი ხათუნა გოგორიშვილი კი მიიჩნევს, რომ ქურდულ მენტალიტეტთან უფრო ახლოს დგას დავით გამყრელიძის პოზიცია, რადგან მას საპარლამენტო მიკროფონთან რიგში დგომა არ სურს.