ჩუღურეთის რაიონში, არაგვისპირელის N3-ში, მწვავედ ავარიული ფერდობის გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
აღნიშნულ სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 53 000 ლარია.
მიმდინარე პროექტი ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატთან რიმა ბერაძესთან ერთად დაათვალიერა, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ პროექტი გააცნო.
მსგავსი სამუშაოები რაიონში, ცხრა მისამართზე უკვე დასრულდა, ხოლო ორზე მიმდინარეობს. არაგვისპირელის N3-ში გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა