თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით SOLO შემეცნებითი მასტერკლასების სერიას იწყებს. იმისათვის რომ უქმეებზე ოჯახთან, მეგობრებთან საინტერესოდ და შემოქმედებითად გაატარონ დრო, SOLO მის მომხმარებელს HOLOSEUM-ში მრავალფეროვან მასტერკლასებზე ეპატიჟება. ყოველკვირაობით გაიმართება ბავშვებისთვის შემეცნებით-გასართობი შეხვედრები - SOLO Sunday, როგორიცაა მაგალითად საუბრები ნიკო ფიროსმანზე, მის ცხოვრებაზე და ხატვის ტექნიკაზე. ვორკშოპს გიორგი კაკაბაძე გაუძღვება. გიორგი ჯაფარიძე კი ბავშვებს ხატვის თერაპიას ჩაუტარებს და მათთან ერთად შეასრულებს ფიროსმანის ცნობილ ნამუშევრებს, მათ შორის, ხატვის ვორქშოპზე ბავშვები შექმნიან მაკეტს და გააცოცხლებენ ფიროსმანის შესანიშნავ და უსაყვარლესს ნახატს ,,გოგონა საჰაერო ბუშტით“. თორნიკე კაკუშაძესთან ერთად კი ბავშვები თანამედროვე ხელოვნების მიმდინარეობას - Strign Art-ს შეისწავლიან.
ბავშვებისთვის გასართობ-შემეცნებითი მასტერკლასების გარდა, ვორკშოპები გაიმართება უფროსებისთვისაც. კერძოდ, SOLO Classroom-ში შაბათობით ჩატარდება ისეთი საინტერესო შეხვედრები, როგორიცაა: თანამედროვე არტისტების აქამდე უცნობი ისტორიები, კურსი Mindfulness-ზე, არტ-თერაპია, სუნთქვითი თერაპია, ინტერიერის დიზაინის კურსი და სხვა.
SOLO-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.SOLO.ge;
http://facebook.com/www.SOLO.ge