საქართველო ისტორიის მიმდინარე ეტაპზე (პირველი ნაწილი)

საქართველო ისტორიის მიმდინარე ეტაპზე (პირველი ნაწილი)

ამ წერილის პირველ ნაწილში წარმოდგენილია მიმდინარე მდგომარეობის შეფასება ტრადიციული პარადიგმების მიხედვით, მეორეში – ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის პოზიციიდან. ეს ორი მიდგომის ღირსებათა შედარების საშუალებას იძლევა.

რადგან ტრადიციული პარადიგმების მიხედვით სიტუაციის განხილულია ავტორის ორ წერილში (“ქართული გორდიას კვანძი” და “სიახლის მოლოდინი”), აქ ამ მიდგომის შედეგების მხოლოდ მოკლე გადმოცემას შემოგთავაზებთ, ახალი ასპექტების დართვით.

* * *

სადღეისოდ ფართოდ გავრცელებული წარმოდგენის მიხედვით, საქართველოს ყოფილი, ე.წ. რევოლუციური სახელისუფლო გუნდის ლიდერების მიმართ დასავლური სამყაროს ზედმეტად შემწყნარებლური დამოკიდებულება დაქირავებული ლობისტების მოქმედების შედეგად მიიჩნევა. საამისოდ, როგორც თავად ე.წ. რევოლუციური ხელისუფლება აცხადებდა, მნიშვნელოვანი სახსრები დაიხარჯა საქართველოს ბიუჯეტიდან. ამგვარ წარმოდეგენასთან სრულ შესაბამისობაშია ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის წევრთა წინასაარჩევნო განცხადებებიც, რომლეთა მიხედვითაც დასავლური სამყაროს, დასავლური ფინანსურ-პოლიტიკური ელიტის მხარდაჭერის მოპოვება დაქირავებული ლობისტების მეშვეობით უზრუნველყოფად გარემოებად მიიჩნეოდა. დღეს ამ რწმენას საფუძველი, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეერყა: ყოფილი სახელისუფლებო გუნდი სრულიად დისკრედიტირებულია და მორალურად შეუძლებელი სჩანს მისი მხარდაჭერა, რამაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა მისი დამარცხება არჩევნებში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დასავლეთი გავლენიანი წარმომადგენლები განაგრძობენ მისი მხარდაჭერის პრაქტიკას.

ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან წინა ხელისუფლების დამსახურებით საქართველოს მისთვის მეტად დიდი საგარეო ვალი დაუგროვდა (დაახლოებით 12,5 მილიარდი ამერიკული დოლარი), რაც ნეგატიურად განწყობილი გარეგანი ძალების ხელში გადაულახავი პრობლემების წყაროდ შეიძლება იქცეს ჩვენი ქვეყნისთვის.

ამდენად, საპარლამენტო არჩევნების შედეგის მიუხედავად, დასავლური სამყაროს საქართველოსადმი დამოკიდებულების შეცვლის პრობლემა კვლავ აქტუალური რჩება.

ამ პრობლემის გადაჭრის გზების გამოსაკვლევად საჭიროა იმ ძალის იდენტიფიკაცია, რომლის კეთილგანწყობის აუცილებლობას, როგორც ზემოთ აღინიშნა, აღიარებს როგორც ყოფილი (ე.წ. რევოლუციური) სახელისუფლო გუნდი, ასევე, – ხელისუფლებაში ახალმოსული გუნდიც.

დღეს მსოფლიო პროცესების ერთ-ერთ მთავრ ფაქტორს წარმოადგენს იდეურ-პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელიც ამერიკული საზოგადოების ზეეროვნულ წარმონაქმნად, მომავლის საზოგადოების უნივერსალურ პროტოტიპად დასახვის საფუძველზე, ესწრაფვის საზოგადოების მოწყობის ამერიკული მოდელის, ღირებულებათა ამერიკული სისტემის, რომლის აღსანიშნავადაც შეიძლება გამოვიყენოთ ტერმინი “ლიბერალიზმი”, მთელს მსოფლიოზე გავრცელებას. პოლიტიკური აზრის განვითრების ეს მიმართულება, რომელსაც მოეპოვება მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც როგორც თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე, მის გარეთ, დანარჩენ მსოფლიოშიც, ცნობილია “გლობალიზმის” სახელით. ჩვენ კი მის აღსანიშნავად გამოვიყენებთ დაზუსტებულ დასახელებას – “ლიბერალისტური მონოგლობალიზმი” (ამ დაზუსტების საფუძვლების შესახებ იხ. ქვემოთ). საქართველოს ყოფილი, ე.წ. რევოლუციური სახელისუფლო გუნდის ლობისტებად მიჩნეული პირები, სწორედ, ამ მიმდინარეობის წარმომადგენლები არიან.

ის ფაქტი, რომ საქართველოს ე.წ რევოლუციური მთავრობა ამ პირებს მნიშვნელოვან სახსრებს უძღვნიდა, არ არის განმაპირობებელი არც ამ, ე.წ. ლობისტების და არც “ლიბერალისტური მონოგლობალიზმის ფრონტის” მიერ საქართველოს ყოფილი სახელისუფლო გუნდის მიმართ იმ მხარდაჭერისა, რომელიც დღესაც კი შესამჩნევია.

საქმე ისაა, რომ არნიშნული იდეოლოგიის მომხრე ძალები – “ლიბერალისტური მონოგლობალიზმის ფრონტი” – საქართველოსთან დაკავშირებით ახორციელებს გარკვეულ სტრატეგიულ პროექტებს (იხ. ავტორის ზემოთ დასახელებული წერილები), რაც მსოფლიოში ლიბერალისტური მონოგლობალიზმის სტრატეგიული ინტერესების დაცვისთვის ზრუნვის ნაწილია. საქართველოს ხელისუფალთა ყოფილი ე.წ. რევოლუციური გუნდი ამ პოლიტიკის პროდუქტია (იხ. ავტორის წერილი “მესამე ქართველი – ედუარდ შევარდნაძე”, მეოთხე ნაწილი) მისი წარმომადგენლები, მიუხედავად იმისა, გაცნობიერებული აქვთ თუ არა ეს მათ, აღნიშნული მიმდინარეობის სტრატეგიული მიზნების რეალიზაციას ემსახურებიან, – ლიბერალისტური მონოგლობალიზმის მარიონეტები თუ აგენტები არიან. საქართველოს ადამიანური და სხვა რესურსების და აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი ხმარდება ლიბერალისტური მონოგლობალიზმის ინტერესების დაკმაყოფილებას. სანაცვლოდ საქართველოს ე.წ. რევოლუციურ ხელისუფლება სარგებლობდა საქართველოს ადამიანური და სხვა სახის რესურსების და აქტივების დანარჩენი ნაწილის თავისი ნებისამებრ განკარგვის (განუკითხავად ექსპლუატაციის) უფლებით. მათი პირადი დაინტერესების საფუძველია ლიბერალისტური მონოგლობალიზმის სტრატეგიით ნაგულისხმევ, მსოფლიო ფინანსურ-პოლიტიკურ ელიტაში (რომელიც, როგორც ამბობენ, დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 5 პროცენტით უნდა შემოიფარგლოს), სავარაუდო კვოტის მიხედვით, საქართველოს წარმომადგენლებისთვის დაშვებული ადგილების დასაკუთრება. ამით შეიძლება აიხსნას საქართველოს ე.წ. რევოლუციურ სახელისუფლო გუნდის წევრთა საქციელის დასწრება-დატაცების სულისკვეთებით განმსჭვალულობის ამხსნელი.

ამასთანავე, ლიბერალისტური მონოგლობალიზმის ინტერესების ბედი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ერთი გუნდის იმედზე დატოვებული. გარდა მისი მიმდინარე მოქმედებების ლიბერალისტური მონოგლობალიზმის სტრატეგიასთან შესაბამისობის მაკონტორლებელი და კადრებით უზრუნველმყოფელი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებისა (როგორიცაა მაგ. “თავისუფლების ინსტიტუტი”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “ღია საზოგადოება – საქართველო” და ა.შ.) აუცილებლად უნდა არსებობდნენ ალტერნატიული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც, მოსახლეობის რეაქციების გათვალისწინებით და გარედან კარნახით, შესაბამის მომენტებში გამოვლენ პოლიტიკურ ასპარეზზე ინიციატივის დასაუფლებლად. სწორედ, ალტერნატიული ჯგუფით ჩანაცვლების საფრთხე აიძულებდა საქართველოს ე.წ. რევოლუციურ სახელისუფლო გუნდს უწყვეტად უმტკიცებდეს თავის ერთგულებას ლიბერალისტური მონოგლობალიზმის მესვეურებს. სწორედ ამის გამოხატულებაა მის დასავლელ ლობისტებად გამოცხადებულ პირთა მიმართ გაღებული ხარკი. და რაც უფრო ძლიერია ამგვარი ფსევდო-ოპოზიცია, რომელიც, ასევე, ლიბერალისტური მონოგლობალიზმის სტრატეგიული ინტერესების ერთგულებას აჩვენებს, მით უფრო დამყოლი იძულებულია იყოს ხელისუფლებაში მყოფი გუნდი გარეგანი დირექტივებისადმი და – მით უფრო უხვად გამღები დამატებითი ხარკისა.

ლიბერალისტური მონოგლობალიზმის მესვეურებმა შეიძლება დადებითად შეცვალონ დამოკიდებულება კონკრეტული ქართული პოლიტიკური გუნდისადმი არა ამ უკანასკნელის მიერ დაქირავებული ლობის გავლენით, არამედ ამ გუნდის მიერ ლიბერალისტური მონოგლობალიზმის ინტერესების გატარებაში სხვა ამგვარ გუნდებთან შედარებით უპირატესობის დამტკიცების შემთხვევაში. ლოგიკურია დავსვათ კითხვა – “ქართული ოცნების” კოალიციაც ხომ არ არის ერთ-ერთი ამგვარი სათადარიგო ჯგუფის ინიციატივის პროდუქტი? ამ ეჭვის საფუძველია ლიბერალიზმის იდეალების მაღიარებელ, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ჩართულობა მასში (იხ. ქვემოთ).

საქართველოსთან დაკავშირებით ლიბერალისტური მონოგლობალიზმის ფრონტის მოქმედება მიზნად ისახავს, აქ, საზოგადოების ამერიკული მოდელის წინააზიაზე და რუსეთ-შუააზიაზე გავრცელების კერის ჩამოყალიბებას. ამ პროექტის მოქმედების გამომხატველია თავისუფალი ეკონომიკური ზონის ორგანიზების მცდელობა, რაშიც რუსეთის ჩასათრევად მას დაეთმო საქართველოს სტრატეგიული აქტივების შესყიდვის ექსკლუზივი. ყველა ამგვარი პრეცენდენტისგან განსხვავებით, საქართველოს შემთხვევაში, საქმე გვაქვს თავისუფალი ეკონომიკური ზონის მთელი ეროვნული სახელმწიფოს ტრანსფორმაციით რეალიზაციის მცდელობასთან.

ამ პროექტთან შესაბამისობაშია საქართველოში სხვადასხვა ერების წარმომადგენელი ეთნიკური ჯგუფების ჩამოსახლებით ქართველი ერის ეთნიკური დომინანტის მოხსნა, ეთნიკური უმცირესობის სტატუსში მისი ჩაყენება და, მსგავსად ამერიკული საზოგადოების ფორმირების შემთხვევისა, სხვადასხვა ერების წარმომადგენელი ეთნიკური ჯგუფების თანაცხოვრების ლიბერალიზმის პრინციპებზე დამყარებული პრაქტიკის საფუძველზე, ახალი საზოგადოებრივი ერთობის ჩამოყალიბება, რომელიც თვისებრივად ამერიკული საზოგადოების ახალ დანამატად შეიძლება იქნას წარმოდგენილი.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, იგულისხმება საქართველოში დემოგრაფიული ვითარების იმგვარად შეცვლა, რომ თავისუფალი და სამართლიანი პოლიტიკური არჩევნების შედეგების განმსაზღვრული გახდეს თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების საფუძველზე გენერირებადი ინტერესები, ხოლო ქართული ეროვნული იტერესის ფაქტორი ვერ ახდენდეს მასზე საგრძნობ გავლენას. მხოლოდ ამის შემდეგ მიეცამა საქართველოს რესტრუქტურირებულ მოსახლეობას ჩვენი ქვეყნის სივრცეზე არსებული, ბუნებრივი რესურსების და მისი გეოპოლიტიკური პოტენციალის თავის საკეთილდღეოდ გამოყენების შესაძლებლობა.

დემოგრაფიული ვითარების ამგვარად ცვლის ტენდენციის სტაბილიზაციის მცდელობის მაჩვენებელია საქართველოს ყოფილი, ე.წ. რევოლუციური ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობის გაჩანაგების და დამოუკიდებელი ქართული ბიზნესის შევიწროების პარალელურად (რაც უცხოეთში სამუშაოს საძიებლად ქართველების მიგრაციული ნაკადის შენარჩუნებას ემსახურებოდა), აქ, თვით მთავრობის მიერ, საგარეო სესხებით თუ უცხოური ინვესტიციებით, ინიციირებულ ეკონომიკურ-ინფრასტრუქტურულ პროექტებში უცხოური კომპანიების, უცხოეთიდან ჩამოყვანილი მუშახელის დასაქმების პრაქტიკის შემოღება.

მაგრამ საქართველოს თავისუფალ ეკონომიკურ ზონად ჩამოყალიბების მცდელობის მიმართ რუსეთის და თვით ჩინეთის წინააღმდეგობის, რაც მოტივირებულია ამ პროექტის მათი სტრატეგიული ინტერესებისთვის მეტად საზიანო სამხედრო-ეკონომიკური ასპექტით, – შუა აზიასთან თურქეთის მაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის სტრატეგიულად დაზღვეულად გახსნა-ამოქმედების საფრთხით – და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში მსხვილი კაპიტალის და, ამდენად, უცხოელი მუშახელის (ახალმოსახლეთა) ნაკადის სათანადო ინტენსივობით მოდინების უზრუნველყოფა ვერ მოხერხდა. ამის გამო გაძლიერდა ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლა მისი თვისებრივი (მენტალური) ტრანსფორმაციის დასაჩქარებლად. ეს არის ამხსნელი ყოფილი ე.წ. რევოლუციური ხელისუფლების ძალადობრივი პოლიტიკის უპირობო მხარდაჭერისა ლიბერალისტური მონოგლობალიზმის ფრონტის მხრიდან (რაც, მსოფლიო მედიაზე მისი გავლენის წყალობით, მთელი დასავლური სამყაროს მხრიდან მხარდაჭერად ჩანს). ედუარდ შევარდნაძისეული ორიენტირი – “ისრაელის სახელმწიფოს” (მტრულ გარემოში მოქცეული მცირე ზომის ეროვნული სახელმწიფოს) მოდელის სახით, შეიცვალა მიხეილ სააკაშვილისეული (ლიბერალისტური მონოგლობალიზმისეული) ორიენტირით – “სინგაპურის” (დენაციონალიზირებული, თავისუფალი ეკონომიკური ზონის) მოდელის სახით.

ძალდატანების შედეგები საგრძნობია არა მხოლოდ საზოგადოების თვისობრივი თვითიდენტიფიკაციისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სფეროებში – სარწმუნოება, მეცნიერება, კულტურა, განათლება – ეროვნული მიმდინარეობებისა და ეროვნული სკოლებისთვის მიყენებული (მათი ლიკვიდაციისკენ მიმართული) მძიმე ზიანის სახით, არამედ პიროვნული თვითრეალლიზაციის ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი – იქ, სადაც ტრადიციული ქართული მენტალიტეტის წინააღმდეგობა, ძალდატანების აღნიშნული პრაქტიკის ინსპირატორთათვის გაუგებარი მიზეზების გამო, განსაკუთრებით მწვავე აღმოჩნდა. ამის მაგალითად უნდა დასახელდეს ე.წ. სქესობრივ უმცირესობათა საკითხი (ამ საკითხის სიმწვავის ახსნა იხ. ქვემოთ): ჰომოსექსუალიზმის ინპლანტაციის დაბეჯითებულ მცდელობაში პროპაგანდის ბაზად გამოყენებულ იქნა ერთ-ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტიც კი, ხოლო ერთგვარ ინკუბატორად, როგორც არჩევნების წინ გამოქვეყნებულმა მამხილებელმა ვიდეოჩანაწერებმა აჩვენეს – სასჯელაღსრულების ზონებიც.

განათლების სფეროში ძალადობრივი პოლიტიკის მიზანია საყოველთაოდ ფასიან სისტემაზე გადასვლით და განათლების ეროვნული ცენტრების დაქვეითებით, უზრუნველყოფა ხარისხიანი განათლების მხოლოდ დასავლურ, ლიბერალისტური მონოგლობალიზმის სტრატეგიის შესაბამისი ორიენტაციის ჩამნერგავ-გამავრცელებელ საგანმანათლებლო ცენტრებში და მხოლოდ მსოფლიო ელიტის წარმომადგენლებისთვის ხელმისაწვდომობისა, განათლებული მასების პრობლემის მოსახსნელად – საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ხარისხიანი განათლების პირობებში გარდაუვალ, მასების თავდაცვითი რეაქციის განვითარების აღსაკვეთად.

ლიბერალისტური მონოგლობალიზმის ფრონტის მხრიდან წამქეზებლურმა დამოკიდებულებამ საქართველოს ე.წ. რევოლუციურ სახელისუფლო გუნდში დაუსჯელობის სინდრომი და, შედეგად, ადამიანის ღირსების და უფლებათა შელახვის ასპექტით, უკიდურესი გადაცდომების პრაქტიკა წარმოშვა. პროცესის ესკალაციამ, თვით დამსჯელ სისტემაში ჩართულ თუ ჩათრეულ პირთა შორის პროტესტის გამძაფრების საფუძველზე (მაგ. როგორც ბორის ფარულავას შემთხვევაში) დაფარული ინფორმაციის (პიროვნების სრული დათრგუნვისთვის გამოყენებული ტექნოლოგიის) გამომჟღავნება და, შედეგად, საქართველოში გაბატონებული რეჟიმის (საზოგადოების ლიბრალისტური მონოგლობალიზმის სტრატეგიის შესაბამისად ძალდატანებითი ტრანსფორმაციის მექანიზმის) სრული მორალური დისკრედიტაცია მოიტანა. ლიბერალისტური მონოგლობალიზმის მესვეურებმა დაკარგეს საქართველოში მათი ინტერესების გამტარებელი გუნდისადმი სრულმასშტაბიანი მხარდაჭერის აღმოჩენის შესაძლებლობა, რასაც ხელისუფლების ცვლა მოჰყვა, თუმცა გრძელდება ახალ სახელისუფლო გუნდზე ზემოქმედება მისი პოლიტიკური კურსის ლიბერალისტური მონოგლობალიზმის ინტერესებთან მაქსიმალურად შესაძლო შესაბამისობაში მოსაყვანად.

ამაოა მოლოდინი, ლიბერალისტური მონოგლობალიზმის სტრატეგიული ინტერესების შესაბამისად მოქმედი სუბიექტების ძალადობრივი ქცევის მხილებით, ძალადობრივი პოლიტიკის შეჩერებისა, რადგან არსებობს საფუძველი იმისა, რომ ლიბერალისტური მონოგლობალიზმის მესვეურები ძალადობას მათი მიზნების მისაღწევად საჭირო მოქმედების აუცილებელ ასპექტად სახავდნენ.

– როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ძალდატანების გარეშე შეუძლებელი ჩანს ლოკალური (ეროვნული) კულტურების და ტრადიციების მამუხრუჭებელი მოქმედების დაძლევა – ლიბერალისტური მონოგლობალიზმის მთავარი ამოცანა. ამის დამადასტურებლად შეიძლება დასახელდეს ის გარემოება, რომ ლიბერალისტური მონოგლობალიზმის ჩასახვა, გამოხატული რეფორმაციული მოძრაობის ფენომენში, უდიდეს წინააღმდეგობას წააწყდა, და ლიბერალისტური მონოგლობალიზმის შეუქცევადი აღმავლობაც, უდიდესი წინააღმდეგობის დაძლევას, 1860–1865 წლების ამერიკის სამოქალაქო ომში ჩრდილოეთის ბანაკის (იანკების) გამარჯვებას მოჰყვა. სწორედ, ამერიკის სამოქალაქო ომის აღნიშნული შედეგი შეიძლება ჩაითვალოს, ლიბერალისტური მონოგლობალიზმის მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ლიბერალიზმის გაბატონების და მომავლის საზოგადოების უნივერსალურ პროტოტიპად ამერიკული საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესი. ამდენად ლიბერალისტური მონოგლობალიზმის ინტერესების რეალიზაციის მცდელობათა მიმართ ყოველგვარი წინააღმდეგობა შეფასდება პროგრესის ხელშეშლად, პროგრესის მომტანი ცვლილებებისადმი შიშის გამოხატულებად, რაც მხოლოდ ამართლებს ძალდატანებას. ლიბერალისტური მონოგლობალიზმის მიმდევრები მათს მოწინააღმდეგებს იმ ჭირვეულ ბავშვებად აღიქვამენ, რომლებიც თავიანთი სირეგვენის გამო ეწინააღმდეგებიან მათ მიმართ განხორციელებულ აღმზრდელობით ღონისძიებებს.

ლიბერალისტური მონოგლობალიზმი ითვალისწინებს იმ განსხვავებებს, რომლებიც სხვადასხვა ლოკალურ (ეროვნულ) კულტურებსა და ტრადიციებს შორისაა. მაგრამ ის ამ ფაქტორს წარსულის გადმონაშთად, უახლეს დრომდე მსოფლიოს ცალკეული რეგიონების იზოლირებულად არსებობით განპირობებულ ნეგატიურ მემკვიდრეობად მიიჩნევს, რომელიც თანამედროვე ომების და მრავალგვარი დესტრუქციული მოვლენების (დემოგრაფიული შეჯიბრის, ეთნოწმენდის, გენოციდის და სხვა არაეკოლოგიური ქცევის რეციდივების) საფუძველად სახელდება. იგულისხმება, რომ თანამედროვე საკომუნიკაციო (ინფორმაციული და სატრანსპორტო) ტექნოლოგიების მეშვეობით გლობალური ეკონომიკური ინტეგრაციის პირობებში, შესაძლებელი გახდა ამ გადმონაშთის ლიკვიდირება, ლოკალურ კულტურებს შორის განსხვავებათა ნიველირების პრაქტიკის და ახალი, ე.წ. მასობრივი კულტურის (უნიფიცირებული სატელევიზიო პროექტები, ამერიკული კინოინდუსტრია, უნიფიცირებული კვების კულტურა და ა.შ.) პროპაგანდის, ფართოდ ტრანსპლანტაციის შედეგად.

ლიბერალისტური მონოგლობალიზმის მიმდევრების სადღეისო პოზიცია შეიძლება შემდეგი შეკითხვით გამოვხატოთ:

– რადგან დღეს არსებული ეროვნული კულტურები უფრო მცირემასშტაბიან ლოკალურ კულტურათა ურთიერთშთანთქმით შეიქმნა, რატომ არ შეიძლება ეს პროცესი თანმიმდებრულად გაგრძელდეს, უკვე, ეროვნული კულტურების ერთი გლობალურ კულტურად ურთიერთშერწყმამდე? განა მსოფლიოში ამერიკის დომინანტი ამ პროცესის პროგრესულობის მაჩვენებელი არაა?

ამრიგად, დღეს საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების რომელიმე შტოს თუ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკის თქვენთვის მშობლიური, თქვენი შეგნების მაფორმირებელი კულტურის და ტრადიციის წინააღმდეგ გამიზნულობის გამომჟღავნება ვერ გამოდგება, მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის მიხედვით, საბრალდებო არგუმენტად, რამეთუ “დიადი მიზანი ამართლებს ყოველგვარ საშუალებას”.

მაგრამ ყოველივე აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ლიბერალისტური მონოგლობალიზმის მესვეურები მოქმედებენ უკანდახევის გარეშე, არ იჩენენ სიფრთხილეს.

– როდესაც ძალდატანება ძალდატანების ობიექტად ქცეული საზოგადოების მკვეთრ კონსოლოდაციას იწვევს, აუცილებელი ხდება ძალდატანების პოლიტიკის დროებითი შეჩერება (როგორც, მაგ. 2007 წლის ოქტომბრის ინციდენტის შემდეგ საქართველოში სახელმწიფო აქტივების შეუზღუდველი გაყოდვის სტრატეგიის და პრაქტიკის შეჩერების შემთხვევაში, როდესაც მდინარეთა აუზების წიაღისეულიანად გაყიდვის პროექტი შეჩერდა და საქართველოს რკინიგზა უკან დაუბრუნდა სახელმწიფოს), რასაც შეიძლება დასჭირდეს ლიბერალისტური მონგლობალიზმის ინტერესების გამტარებელი სუბიექტების გაწირვაც კი (როგორც, მაგ. 2012 წელს ეგვიპტესა და ტუნისში მოხდა და საქარველოშიც მიმდინარე პროცესებს შეიძლება მოჰყვეს). ამ შემთხვევაში უნდა ველოდეთ ამ აქტის მათი შემცვლელების (როგორიც, საქართველოს თანამედროვე ვითარებაში, შეიძლება აღმოჩნდეს რესპუბლიკური პარტია) დასაწინაურებლად გამოყენების მცდელობებს.

არსებული მდგომარეობის შეფასებისთვის ახალი მეთოდის გამოუყენებლად მეტს ვერაფერს ვიტყვით. მდგომარეობის არსში უფრო ღრმად ჩახედვა მოითხოვს სათანადო ლოგიკურ ინსტრუმენტს, რომელიც არის ფსიქიკურ სტიქიათა თეორია (იხ. ავტორის წერილები: “ოპტიმალიზმი; ქართული ეროვნული იდეა, გლობალიზმის იმპერატიული პარადიგმა” და “ქართული ეროვნული იდეის თეორიული საფუძველი – ფსიქიკურ სტიქიათა თეორია”).

* * *

როგორც აღინიშნა, ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის მიხედვით არსებული ვითარების ანალიზს მეორე ნაწილში შემოგთავაზებთ. ეს ნაწილი კი, მიზანშეწინილია დავასრულოთ ლიბერალისტური მონოგლობალიზმის იდეური არასრულფასოვნების მხილებით.

ლიბერალისტური მონოგლობალიზმის იდეური დაძლევის პირობას ქმნის ის გარემოება, რომ ამერიკული საზოგადოება არის არა “ზეეროვნული წარმონაქმნი” და “მომავლის საზოგადოების უნივერსალური პროტოტიპი”, არამედ, როგორც ფსიქიკურ სტიქიათა თეორია ამტკიცებს, ერთა ოთხიდან, მხოლოდ, ერთ-ერთი თვისებრივი ტიპის, კერძოდ, ერთა ცხრომის მანიის კლასის წარმომადგენელი. მართალია, ამერიკელი ერი მისივე თვისებრივი ტიპის ერებს შორის გამოკვეთილი ლიდერია, მაგრამ ეს სტატუსი მას არ ანიჭებს ერთა სხვა სამი თვისებრივი ტიპის წარმომადგენლების, ყოველ შემთხვევაში, ერთა სხვა სამი თვისებრივი ტიპის ლიდერების წინაშე მაინც, ხარისხობრივ თუ ღირსების მიხედვით უპირატესობას.

ამერიკელი ერის ამგვარი თვისებრივი იდენტიფიკაციის საფუძველია ცხრომის მანიის ფსიქიკური სტიქიის ეფექტით განსაზღვრული მახასიათებლების დომინანტურ ფაქტორად წარმოდგენუილობა ამერიკულ კულტურაში. მათგან პირველ რიგში უნდა დასახაელდეს:

– პრიმატი კატეგორიისა “თავისუფლება” (იგულისხმება პიროვნების თავისუფლება) – ტერმინის “ლიბერალიზმი” ეტიმოლოგიური საფუძველი;

– მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემა, თავისუფალი და საყოველთაო არჩევნების ინსტიტუტი;

– თავისუფალი საბაზრო ურთიერთობები ეკონომიკის საფუძვლად;

– ფინანსური ინსტიტუტის პრიმატი სახელმწიფოებრიობის ფენომენში.

ამრიგად, მსოფლიო პოლიტიკური მიმდინარეობა, რომლის დაზუსტებულ დასახელებადაც შემოვიღეთ ტერმინი – ლიბერალისტური მონოგლობალიზმი არის გამოხატულება მსოფლიო საზოგადოების ერთა ცხრომის მანიის კლასის (ერთა ოთხიდან, მხოლოდ, ერთი თვისებრივი ტიპის, რაც არის საფუძველი მის აღსანიშნავად აღნიშნული ტერმინის – “მონოგლობალიზმი” – გამოყენებისა) ერთ კონკრეტულ წარმომადგენელზე დაყვანისკენ მისწრაფებისა (ერთი კონკრეტული ერის გლობალიზაციის ტენდენციის აქტუალიზაციისა). ეს გარემოება საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის” მოქმედების მაჩვენებელია.

საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგია”, ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის მიხედვით (იხ. ავტორის წერილები: “ქართული ეროვნული იდეის თეორიული საფუძვლები”, ოპტიმალიზმი – ქართული ეროვნული იდეა”), წარმოადგენს “პიროვნების” (“ნოოიდის” – ნოოსფეროს ინდივიდის), “ერის” (“ნოოსის” – ნოოსფეროს ფუნქციური ელემენტის), და “ცივილიზაციის” (“ნოოცენოზის” – ნოოსფეროს თვითკმარი ნაწილის) ქცევის კონსტრუქციულ (ნოოსფეროს ფენომენურ გამთლიანებისკენ მიმართულ, ნოოცენოზების მასშტაბის გამსხვილების ტენდენციის სათანადო) ასპექტს, თვითგენერირებადს ნოოსფეროს განვითარების განსაზღვრულ, საშუალედო ეტაპზე.

– ნოოსფეროს საწყის მდგომარეობას საზოგადოებრივი თვითორგანიზაციის მასშტაბის ბიოსფერული ოპტიმუმით შეზღუდულობა ახასითებს. განვითარების ამ ეტაპზე, რომელიც ნოოფილოგენეზის პირველ ანუ “ტოტემისტური ცნობიერების საფეხურს შეესაბამება, ნოოსფერო, ერთუჯრედიანი ორგანიზმების მზგავსად, შეუჩერებლად დაყოფადი, “პირველადი ცივილიზაციების (პირველადი ნოოცენოზების) უსტრუქტურო (რღვეულ) სიმრავლედ წარმოგვიდგება. პირველადი ცივილიზაციების წარმომადგენელ საზოგადოებრივ ერთეულებს აღვნიშნავთ ტერმინით –“პირველყოფილ თემი”. ამ ეტაპზე ერი წარმოდგენილია “ტოტემური კასტის” სახით. საზოგადოებრივი თვითორგანიზაციის მასშტაბის შეზღუდულობის პირობებში, ასათვისებელი საარსებო სივრცის შეუზღუდველობა ხელს უწყობს პირველადი ცივილიზაციების ურთიერთობაში კონკურენციის მომენტის გამორიცხვას და საწყისი ტექნოლოგიური მიღწევების ურთიერთგაზიარების პრაქტიკის გატრადიციულებას. “საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის” ოპტიმალურობის ეპოქა დგება ნოოფილოგენეზის მეორე ანუ “ცნობიერების მითოსური შრის” ფორმირების საფეხურზე, როდესაც, ტექნოლოგიური ცოდნის დაგროვების საფუძველზე საზოგადოებრივი თვითორგანიზაციის მასშტაბის შეზღუდვის მოხსნის შედეგად, იწყება პირველადი ცივილიზაციების დაშლის და მათს ბაზაზე “მეორადი ცივილიზაციების(მეორადი ნოოცენოზების) ჩამოყალიბების პროცესი. მეორად ცივილიზაციებში, უკვე, ნოოფილოგენეზის მესამე, ანუ “ცნობიერების რელიგიური შრის” ფორმირების საფეხურზე ჩნდება ნოოსფეროს ფენომენური გამთლიანებისკენ მიდრეკილება, რაც ე.წ. მსოფლიო რელიგიების წარმოშობაშია ასახული. ხოლო ნოოფილოგენეზის მეოთხე, ანუ “ცნობიერების მეცნიერული შრის” ფორმირების საფეხურზე, რომლის შეუქცევადი სტაბილიზაციის პირველი ფაქტი “განმანათლებლობის ეპოქის სახელითაა ცნობილი (დას. ევროპა), იგივე მიდრეკილება მსოფლიო საზოგადოების ღირებულებათა ერთი სისტემის თარგზე მოწყობის – “მონოგლობალისტურიიდეოლოგიური პარადიგმების წარმოშობაში აისახება. ფორმის მანიის, ძლევის მანიის და ცხრომის მანიის სათანადო სამი მათგანი, შემდეგი სახელებით შეიძლება აღვნიშნოთ, შესაბამისად: “ნაციონალ-სოციალიზმი” (მოვალეობის აპოლოგია), “კომუნიზმი” (უფლების აპოლოგია) და “ლიბერალიზმი” (თავისუფლების აპოლოგია). ხოლო ერთა მართვის მანიის კლასის სათანადო პარადიგმა, რომელსაც ვუწოდებთ “ოპტიმალიზმს” (თანხმობის აპოლიგია), მისი არსებითი მახასიათებლის – ერებს შორის თვისებრივი სხვაობის ფუნქციური ინსტიტუციონალიზაციისკენ მისწრაფების გათვალისწინებით, “მულტიგლობალიზმის” ერთადერთ მოდუსად იდენტიფიცირდება.

დედამიწის ნოოსფეროს ფენომენურ გამთლიანებამდე მონოგლობალისტური პარადიგმები და მათ შორის, ლიბერალისტური მონოგლობალიზმი (ამიერიდან კვლავ ვისარგებლოთ დაზუსტებული დასახელებით), კონსტრუქციულ ფაქტორებს წარმოადგენდნენ, მაგრამ სადღეისოდ – ეგეოსური ცივილიზაციის გლობალიზაციის პირობებში – ისინი ანაქრონიზმებად, წარსულის ინერციის გამომხატველებად იქცნენ. ეს ინერცია არ ჩაქრება მსოფლიოში ახალი დროის შესაბამისი პარადიგმის, “ოპტიმალიზმის” – “საარსებო რესურსების ოპტიმალური განაწილების სტრატეგია” – პოპულარიზაციის მიღწევამდე. ჯერჯერობით კი, ამ ინერციის გავლენით, საქართველო უმძიმესი გარეგანი ზეწოლის წნეხის ქვეშაა მოქცეული.

ლიბერალისტური მონოგლობალიზმის მიმდინარეობა, ფიქიკურ სტიქიათა თეორიის პოზიციიდან ისტორიის ინტერპრეტაციაში, “ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის” აქტუალობის გამოხატულებად იდენტიფიცირდება. ამგვარად დასახელების საფუძველს გვაძლებს აღნიშნული მიმდინარეობის თანამედროვე ამოცანის შინაარსი, რომელიც ცხრომის მანიის კალასის ამერიკელი ერის სახით მოცემულ, ცხრომის მანიის ეფქტის ფენომენის მთელს გლობალიზებულ ეგეოსურ ცივილიზაციაზე განფენის მიღწევაში მდგომარეობს და, ამდენად, გულისხმობს ცხრომის მანიის ეფექტის სხვა თვისებრივი ტიპის ერების მოცემულობის არეებზე ანუ ცხრომის მანიის ეფექტის კასტური რეალიზაციების ინიციირების პრობლემის პრიმატს – სხვა ერთა მოცემულობის სრული ნიველირების ანუ ცხრომის მანიის ეფექტის რეალიზაციის კასტურობის მოხსნა მხოლოდ შემდგომი ეტაპის ამოცანად წარმოიდგინება. გარდა ამისა, შემოთავაზებული დასახელება (როგორც წერილის მეორე ნაწილში იქნება ნაჩვენები) მისით აღნიშნული ფენომენის წარმოშობის გარემოებათა მიხედვითაც არის გამართლებული.