პოლიტიკურ პლასტელინს არა მგონია, რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან მიკედლების, შესაბამისად, მათ შორის სააკაშვილთანაც, – ასე ეხმაურება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ გაკეთებულ განცხადებას.
„რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება პოლიტიკაში, მივესალმები ამას, თუმცა კონკრეტულად ამ შემთხვევაში და იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რაც მარგველაშვილის მხრიდან მოვისმინეთ, გეტყოდით ჩემს პოზიციას, რომ პოლიტიკურ პლასტელინს არა მგონია, რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან მიკედლების, შესაბამისად, მათ შორის სააკაშვილთანაც. მისი განცხადება მოვისმინეთ და დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“,- განაცხადა კალაძემ.
ამასთან, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის, ესაუბროს მიხეილ სააკაშვილს იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ხედვა საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებასთან დაკავშირებით.