ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალური ქსელში წერს:
ზურაბ ჭიაბერაშვილმა 6 კითხვა დაუსვა დღევანდელ ჯანდაცვის მინისტრს და მეც მაქვს ბევრად მეტი კითხვა მის მიმართ და იქნებ მიპასუხოს:
- რატომ შეეხო ქართლის დედას იმ სიბინძურით, როგორითაც შეეხო?
- საათი რომ აჩუქეს თავიანთმა მეგობრებმა, რატომ ჩათვალა რომ ვინმე მას ,,უჩალიჩებდა"?
- რატომ შეუყვანა თავისივე მეგობრებს ნარკოლოგიური მერიაში?
- რატომ აიღო სააკაშვილისგან საათი, თუ სხვებისგან აღება მისთვის იყო პრობლემა?
- რატომ დააგო ზუსტად ოთხჯერ ,,პეროვსკაი"?
- რატომ შეღება ზუსტად 9 ჯერ მერიის მიმდებარე კორპუსები?
- ჯანდაცვის მინისტრი რომ იყო, ინტერფერონს რატომ არ აძლევდნენ იმათ, ვინც არ იყო ნაცების მომხრე?
- 5 ლარიანი ჯანდაცვის დაზღვევა რომ ქონდა, შარდის ანალიზის გარდა რატომ არ შედიოდა მასში არაფერი?
- რატომ იყო მინიმუმ სამჯერ მეტი სიკვდილიანობა მისი ჯანდავიც მინისტრობის დროს?
- მისი რამდენი მეგობარი მორჩა დღევანდელი ცე-ჰეპტატიტის პროექტით და ასევე გულის რამდენიმე ოპერაციით სახელმწიფოს ხარჯზე?
- რატომ უნგრევდა ,,ბულდოზერებით" სახლებს თბილისელებს?
- რატომ სჯიდა გარე მოვაჭრეებს და რატომ სცემდნენ მათ ქუჩაში?
და ბოლოს:
ფსიქოლოგი რახან არის მაინტერესებს, თუ აქვს ნასწავლი ,,ოჯახური კონსტელაცია" და თვლის თუ არა. რომ იგი მისი მსხვერპლია?