ვახტანგ ძაბირაძე:  “ოცნებას“ არჩევნებში 60%-ის აღების რესურსი არ აქვს

ვახტანგ ძაბირაძე:  “ოცნებას“ არჩევნებში 60%-ის აღების რესურსი არ აქვს

პოლიტიკის ექპერტი ვახტანგ ძაბირაძე” 2020NEWS“-თან აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართულ ოცნებას“ 60%-ის აღების რესურსი არ აქვს.

მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართულ ოცნებას“ 60%-იანი მაჩვენებლის მიღწევის რესურსი გააჩნია.

ექსპერტის თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება გადაჭარბებულია.

“არ მგონია, რომ “ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში 60%-ის აღება შეძლოს, რადგან მას ამის რესურსი არ აქვს. თუმცა გააჩნია, მაჟორიტარულ ოლქებში დაპირისპირება როგორ წავა. იმ შემთხვევაში, თუ მაჟორიტარულ ოლქებში “ნაციონალური მოძრაობა“ და “ქართული ოცნება“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, დიდი ალბათობით, “ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.

ამჟამად არსებული საარჩევნო სისტემით “ქართულ ოცენას“ აქვს შანსი, რომ ქვეყნის მართვის სადავეები შეინარჩუნოს, თუმცა ოპოზიციაზეც მნიშვნელოვნად არის დემოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა “ქართული ოცნება“ ძალაუფლებას“, - განაცხადა ძაბირაძემ.

ინფორმაციისთვის,  კობახიძემ ასევე  განაცხადა, რომ მმართველი პ

Aburjga Tasmanieli რაც უფრო მეტად შემოგვიტევენ ბნელეთის ძალები ქვეყნის გარედან და მათი მსტოვრები (ნაცები და ევრონაცები, მათთან აფილირებული ფსევდო პოლიტიკური პარტიები, ნჯეოები...) ქვეყნის შიგნიდან, მით მეტად გაიზრდება ქართლი ოცნების მხარდამჭერთა რიგები!
5 წლის უკან