დღევანდელი ხელისუფლება ძალაუფლებას ვერცერთი საარჩევნო სისტემით ვერ შეინარჩუნებს, – ამის შესახებ საარჩევნო სისტემის შესახებ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების დიალოგის მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, ქართველი ხალხის დაკვეთა არის პროპორციული საარჩევნო სისტემა.
„პროპორციულობისკენ უნდა წავიდეთ, არა იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება შეინარჩუნებს ძალაუფლებას, ისინი ვერცერთ სისტემაში ვერ შეინარჩუნებენ, ეს არის ქართველი ხალხის დაკვეთა და სიტყვა, რომელიც თქვა ივანიშვილმა დაღვრილი სისხლისა და „გავრილოვის ღამის“ შემდეგ. აღნიშნული სიტყვა უნდა შესრულდეს და ამ შეურაცხყოფას ვერავინ აიტანს“, – განაცხადა დეპუტატმა.
რაც შეეხება ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ საარჩევნო სისტემას – 100/50, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ეს არ არის ის, რაც ქართულ საზოგადოებას სურს და, რაც იყო დანაპირები.
„ჩვენ გვინდა, რომ არცერთი ხელისუფლება არ იყოს უკონტროლო, უკონტროლო ხელისუფლება ხდება პრობლემა, ეს გვასწავლა წარსულმა, ჩვენმა საკუთარმა წარსულმა. მშვიდობიანი და მწვავე პროტესტი გაგრძელდება და გაგრძელდება საერთაშორისო წნეხიც. ვნახოთ, როგორ გაუძლებენ“, – განაცხადა ბოკერიამ.
ამასთან, მისი თქმით, ხელისუფლება არსებული საარჩევნო სისტემის პირობებში ჩატარებული არჩევნებითაც პირველივე ტურში დამარცხდება.
„ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც ვიქნებით მზად, ვთქვათ, რომ ჩატარდეს ამ სისტემით, ამ სისტემაში მოვახდენთ კოორდინირებას და ხელისუფლება პირველივე ტურში დასრულდება. ეს ნორმალური სცენარი არ არის, ეს არის ძალიან დაძაბული სცენარი და ქვეყნისთვის კარგი არ არის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„ამერიკული „ფრონტერა“ საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივის და 3,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურებას სთხოვს. ეს ის „ფრონტერაა“, რომელმაც დედოფლისწყაროს ქართული გაზის მარაგები დააკონსერვა და უფრო ძვირად აზერბაიჯანული გაზის შემოტანას შეუწყო ამით ხელი. აზერბაიჯანული გაზის წილებში კი სააკაშვილის ძმები და ნანუკა ჟორჟოლიანის ბიძაშვილები არიან. მერე ნუღარ კითხულობს ხალხი, ბენზინზე ფასები რატომ არ იკლებსო. ნაციონალების ბიზნეს-წილებია და მაგიტომ! ზუსტად ასე ჟვანიამ (არ დამიწყოთ ახლა, გარდაცვლილზე მხოლოდ კარგიო...) ტენდერში ფრანგების მოგებული „თელასი“ ამერიკელებს - სქოულს რომ გადასცა, გეხსომებათ. ამით 10 თეთრით ჩასხდნენ წილში და დღესაც სხედან. „თელასი“ კი, პრივატიზაციით ისე დაანაწილა, რომ გენერაცია ერთის ხელშია, დისტრიბუცია კიდევ - მეორის და ცალკე კიდევ მარეგულირებელია. ასე რომ, სახელმწიფოს ძალიანაც რომ მოუნდეს, იმ ფასს, რა ფასითაც საზღვარზე შემოდის - 3 თეთრი, ვერაფერით ვერ დაწევს. ნავთობშიც და დენშიც ნაციონალების ბიზნესია დღესაც. ხალხი კი ისე გამოაშტერეს, რომ არაფრის გაგება და გარკვევა არ სურს. მყიდველ კომპანიას დენის დავალიანებებიც უნდა გაესტუმრებინა და მოძველებული გაყვანილობებიც შეეცვალა. სქოულმა მხოლოდ სადარბაზოებში გამოცვალა გაყვანილობა და დააყენა მრიცხველები, რომლებიც იმაზე სწრაფად ბრუნავს, ვიდრე რეალურად უნდა ბრუნავდეს. დენისა და ტროლეიბუსების უძვირესი მეტალის კაბელები სად წავიდა, ამას ისევე ვერ გავიგებთ, როგორც ლევან მამალაძისთვის ვითომ ჩამორთმეულ 500 კგ ოქროს ასავალ-დასავალს! ასე რომ, სანამ გადასახადების სიძვირეზე წუწუნს მოჰყვება ვინმე, ჯერ საქმის ვითარებაში უნდა გაარკვეს და ნაციონალებს მოჰკითხოს ყველაფერი.. ნავთობითაც ამერიკულმა „ფორნტერამ“ იხეირა და დენითაც მაშინდელმა ამერიკულმა „AES თელასმა“. „სავალუტო ფონდის“ მოთხოვნით, 95-97 წლების დროს - საქართველოში სოფლის მეურნეობა არ აწარმოოთ და „ჯართი აწარმოეთო“ - ბაზარი თურქული პროდუქტით გაივსო და ივსება, მხოლოდ ჩვენგან ჯართად გაყიდული ლითონისგან დამზადებულ ქვაბები და ტაფები აქეთ შემოდის თურქეთიდან. ზუსტად ჯონ პერკინსის „ეკონომიკური თვითმკვლელის აღსარებაში“ დაწერილი ხდება ჩვენს თავს“, - წერს ამაშუკელი.