სანამ რომელიმე დაღუპულის ახლობელი კისერს არ გამოგაჭრით თქვენი ჯიბის ქეიფიდან წამოსული ბრალდებებისთვის, არ მოისვენებთ?

სანამ რომელიმე დაღუპულის ახლობელი კისერს არ გამოგაჭრით თქვენი ჯიბის ქეიფიდან წამოსული ბრალდებებისთვის, არ მოისვენებთ?

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს:

ყველა ჟურანლისტი, ვინც თვითმკვლელობების ამბების ტირაჟირებას ეწევა ფსიქოლოგებთან და ფსიქიატრებთან კონსულტაციების გარეშე, განსაკუთრებით არასრულწლოვანების საქმეებში ქექვით და ვითომ გულშემატკივრობთ , ხართ ჩვეულებრივი თვითმკვლელობამდე მიმყვანები და მკვლელები, როგორც ხელშემწყობები და ხელისწამკრავები! დიახ, სწორედ ასეა!

და კიდევ, სანამ რომელიმე დაღუპულის ახლობელი კისერს არ გამოგაჭრით თქვენი ჯიბის ქეიფიდან წამოსული ბრალდებებისთვის, არ მოისვენებთ? მიყენდით რა! აგიხსნეს ასჯერ -ათასჯერ , რომ ძალიან საშიში და საფრთხილო თემაა , ვერ გავიგე, არ გეყოთ, სკოლის მოწაფე ბიჭის მერე, იმავე კვირაში, კიდევ ხუთი მყიფე ფსიქიკის მოზარდი რომ გადაიყოლეთ იგივე ქმედებით? კიდევ რამდენს უნდა უბიძგოთ და მიაწოდოთ ეს "იდეა", კიდევ რამდენი უნდა ჩადოთ მიწაში?!