სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება ბესარიონ თამლიანთან დაკავშირებით

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება ბესარიონ თამლიანთან დაკავშირებით

პოლიტიკური სპეკულაციებისა და ფაქტების შესაძლო დამახინჯების თავიდან ასაცილებლად, სპეციალური პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ 24 იანვარს, 12:15 საათზე, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეზე პატიმრობაში მყოფი ბრალდებული ბესარიონ თამლიანი ესკორტის ოფიცერთა მიერ გაყვანილ იქნა N8 დაწესებულებიდან ოჯახის შუამდგომლობის საფუძველზე, მშობლის საფლავზე.

ბრალდებული საკანში დაბრუნდა 15:00 საათზე.