სოფიო ხორგუანი: „რა გირგვლიანის საქმე? რა, გომელაურის ცოლმა შეუკვეთა ბიჭის დასჯა ლილუაშვილს?!“

სოფიო ხორგუანი: „რა გირგვლიანის საქმე? რა, გომელაურის ცოლმა შეუკვეთა ბიჭის დასჯა ლილუაშვილს?!“

მურად წურწუმიას მკვლელობასთან დაკავშირებით, უფლებადამცველი სოფიო ხორგუანი „ფეისბუქზე“ შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

„რა გირგვლიანის საქმე? რა, გომელაურის ცოლმა შეუკვეთა ბიჭის დასჯა ლილუაშვილს?! და მერე მთელი სახელმწიფო მკვლელებს გადაეფარა?! როცა ასეთ გაზვიადებულ და შეუსაბამო შედარებებსა და შეფასებებს აკეთებთ, ეს იწვევს ატროფიას საღი დამოკიდებულებების. საზარელი რამ მოხდა და ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს და ეს მოვითხოვოთ. გამჭვირვალე და ობიექტური გამოძიება. ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე სახელმწიფოს სათანადო რეაგირება. გირგვლიანის საქმე არა, მაგნიტსკის სია კიდევ“ – წერს ხორგუანი.