თეირანში ჩამოვარდნილი უკრაინული ბოინგი მწყობრში იყო - ორივე შავი ყუთი ნაპოვნია

თეირანში ჩამოვარდნილი უკრაინული ბოინგი მწყობრში იყო - ორივე შავი ყუთი ნაპოვნია

უკრაინული ავიაკომპანია  „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ აცხადებს, რომ თეირანის იმამ აიათოლა ჰომეინის სახელობის აეროპორტში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი „ბოინგ -737- 800“ გაფრენამდე შემოწმდა და ტექნიკურად  გამართული იყო. 

როგორც მსოფლიო მედია წერს, ირანელი მაშველების მხრიდან უკვე  ნაპოვნია ორივე, შავი ყუთი. გამოძების ამ ეტაპზე, ტერაქტის ვერსია გამოირიცხა და ირანელი სამართალდამცველები  ტექნიკური გაუმართაობის მიმართულებით მუშაობენ.

„თვითმფრინავი კარგ მდგომარეობაში იყო”, -  განაცხადა ავიაკომპანიის პრეზიდენტმა ევგენი დიხნემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, 2020  წლის  6  იანვარს თვითმფრინავმა  ბოლო  გეგმიური შემოწმება გაიარა.

„ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ ჩვენი თვითმფრინავები მწობრშია და ჩვენი ეკიპაჟი კვალიფიციურია“,  - განაცხადა ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა.

ავიაკომპანიაში ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ გამოძიება ზედმიწევნით ზუსტად  ჩატარდება და  მომხდართან დაკავშირებით, მოსახლეობას  ყველა დეტალი ეცოდინება.

შეგახსენებთ,  დღეს, თეირანის დროით, დილის 6 საათზე  „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი  ავიალაინერი  თეირანის  აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან  ორ წუთში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრები.